მხიარული ოჯახის მხიარული ახალი წელი ეს ჟურნალისტ ანა მარშანიასა და მისი მეუღლის ლევან ცეკვაშვილის მხიარული ოჯახია. ანა თავის ფეისბუქ-მეგობრებს ხშირად ამხიარულებს ასეთი პოზიტიური ოჯახური ფოტოებით. მისი მეუღლე ბევრი მამისა და ქმრისთვის სამაგალითოდ არის ჩართული ოჯახურ ცხოვრებაში. საახალწლოდ შვილებს მუყაოს სახლი აუწყო და თავადვე მოურთო. როგორც ანა ამბობს, მის მეუღლეს მართლა ოქროს ხელები აქვს. ეგ კი არა, ნაძვის ხეც თავად მორთო და გოზინაყიც კი გააკეთა.
ვულოცავთ ამ მხიარულ ოჯახს ახალ წელს და ვუსურვებთ, ეს წელი ასე მხიარულად და მეგობრულად გაეტარებინოთ.