თუ ხურმის ყვავილი დამტვერიანდა და კურკები გაუჩნდა, კარალიოკი იზრდება, თუ არა, ხურმად დარჩება იცით, რომ ყველასათვის საყვარელი ხილი - ხურმა კენკრაა. იმის გამო, რომ იგი ოქტომბერ-დეკემბრის შუალედში მწიფდება, საუკეთესო საშუალებაა წელიწადის ამ დროს ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით შესავსებად.
ხურმის ნაყოფი მაღალი კვებითი ღირებულებისაა. შეიცავს გლუკოზას და საქაროზას. ასევე ვიტამინ с-ს, პროვიტამინებსა და ლიმონმჟავას. მდიდარია რკინით, კალციუმით, სპილენძით, მანგანუმითა და კალციუმით. ხურმას აქვს მატონიზირებული თვისებები. აუმჯობესებს მადას, აწყნარებს ნერვულ სისტემას, იცავს ორგანიზმს სისხლძარღვთა დაავადებებისაგან. ხურმაში არის ბევრი მაგნიუმი, კალიუმი, ბეტაკაროტინი, რომელიც ორგანიზმს კიბოსგან იცავს. ხურმა ასევე ძალიან სასარგებლოა თირკმელებისა და გულისთვის. ის ორჯერ მეტ დიეტურ ბოჭკოვანას და მინერალებს შეიცავს, ვიდრე ვაშლი. არის შარდმდენი და მატონიზირებელი თვისებების მქონე ხილი. აქვს ბაქტერიოცუდული აქტივობა. კარგი საშუალებაა ფილტვების ანთებისა და ბრონქიტი დროს.
იცით თუ არა, რომ...
ხურმის 2 ათასი სახეობა არსებობს. უპირატესობას კი მის ყველაზე ტკბილ სახეობას - კარალიოკს ვანიჭებთ. თუმცა, ეს განსხვავებული ჯიში არაა, ხურმაც და კარალიოკიც ერთ ხეზე იზრდება. თუ ხურმის ყვავილი დამტვერიანდა და კურკები გაუჩნდა, კარალიოკი იზრდება, თუ არა, ხურმად დარჩება, რომლის ჭამასაც პირველი ყინვის შემდეგ შეძლებთ, როცა ნაყოფს მწკლარტე გემო გაუქრება და სიმწიფეში გადავა. ამიტომაცაა, რომ ერთი ხიდან მოკრეფილ ყუთში კარალიოკებიც გვხვდება და ხურმაც.
არსებობს ხურმის ჯიში შარონი, ის გენური ინჟინერიის შედეგად შეიქმნა. ჩინელმა სელექციონერებმა იგი ვაშლისა და ხურმის შეჯვარებით მიიღეს. მასში ნაკლები ტანინია, კურკები არა აქვს და ვაშლივით მკვრივია.
ხურმის ჭამა არ შეიძლება მათთვის, ვისაც კუჭქვეშა ჯირკვალი აწუხებს ან შაქრიანი დიაბეტი აქვს,. ვინც ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემებით ან შეკრულობით იტანჯება.
ხურმა სილამაზისთვის
ხურმის მარტო ჭამა კი არა, კოსმეტიკურ საშუალებებში გამოყენებაც შეიძლება. კოსმეტოლოგები ამბობენ, რომ იგი კარგად ასუფთავებს კანს და გამონაყარასაც აქრობს. ხურმისგან ნიღბის დამზადება დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ. მწიფე ნაყოფის გულს 1 ცალი კვერცხის გული შეურიეთ და სახეზე გადაინაწილეთ. მოერიდეთ ტერიტორიას თვალის გარშემო. ნიღაბი სახეზე ნახევარი საათი გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ხურმის ნიღაბი კვირაში 2-3-ჯერ გაიკეთეთ. კანი გაგისუფთავდებათ და დაგირბილდებათ.
ხურმა სამკურნალოდ
ხურმას ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც აქვს. მისგან შეგიძლიათ ნაყენი დაამზადოთ, რომელსაც ანგინის დროს გამოიყენებთ. ამისათვის ხურმის წვენი თბილი წყლით უნდა გააზაოთ (1:1). სხვათა შორის, იგი გაცივებისას სიცხის დროს ტემპერატურასაც დაგირებულირებთ.
გარდა იმისა, რომ ხურმის ჭამა სასარგებლოა, მისი დამატება შეგიძლიათ სალათებში, დესერტებში, მისგან მზადდება მურაბა და ჯემი, ფრეში და წვენები. მისგან რომ უგემრიელესი ჩირი კეთდება ეს ისედაც გეცოდინათ.
სალათი ხურმითა და წიწმატით
დაგჭირდებათ: 1 კონა წიწმატი, 1 ცალი კურმა, 1/2 ფორთოხალი, 5-6 ნიგვზის ლებანი, 100 გრამი სულგუნი, ზეითუნის ზეთი, ძმარი და მარილი - გემოვნებით.
მომზადება: გარეცხილი წიწმატი შეაშრეთ, დაჭერით და სასალათეში მოათავსეთ. ხურმა გათალეთ, მსხვილ ნაჭრებად დაჭერით და წიწმატს დაუმატეთ. აგრეთვე - დაჭრილი ფორთოხლისა და ყველის ნაჭრები. ნიგოზი მოხალეთ და დაუმატეთ სალათაში. მოასხით ზეთი, ძმარი (ან ლიმონის წვენი), მოაყარეთ მარილი და მოურიეთ.