ექსკლუზივი - ნოე სულაბერიძე საყვარელ ქალს დაშორდა - ვინ აცდუნა ამჯერად ცნობილი პროდიუსერი - მშობლები

ექსკლუზივი - ნოე სულაბერიძე საყვარელ ქალს დაშორდა - ვინ აცდუნა ამჯერად ცნობილი პროდიუსერი

2016-01-08 13:48:21+04:00

ორი წლის წინ ნოეს და ჟურნალისტ ეკა სამხარაძის დაშორებას დიდი სკანდალი მოჰყვა ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება რამდენჯერმე მოექცა ყვითელი ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში. დაახლოებით ორი წლის წინ ნოეს და ჟურნალისტ ეკა სამხარაძის დაშორებას დიდი სკანდალი მოჰყვა. მაშინ ეკა ამბობდა, ''ჩემი ყოფილი მეუღლის ''სექსისტორიების'' კასკადი და მათი ამ ინტენსივობით გასაჯაროება - ეს უკვე სინდრომია. მიხარია, რომ ეს პათოლოგია რა ხანია, ჩემი სამკურნალო აღარ არის''. იმაზეც საუბრობდნენ, რომ ნოე სულაბერიძეს და ნინი ბადურაშვილს უყვარდათ ერთმანეთი, რამაც საბოლოოდ დაანგრია ოჯახი, მაგრამ ეს ჭორი რამდენიმე წლის წინ არ დადასტურდა. მეუღლესთან დაშორების შემდეგ ნოე და თინა ჭანტურიძე ერთად იყვნენ. მათი ურთიერთობა ოფიციალური არ ყოფილა, მაგრამ ნოე და თინა ყველგან ერთად დადიოდნენ.

ნოეს რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა. 6 იანვარს პროდიუსერს 36 წელი შეუსრულდა. ფეისბუქზე მისი დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოები აიტვირთა, მაგრამ ვერც ერთ მათგანში თინა ჭანტურიძე ვერ აღმოვაჩინეთ. თინა და ნოე ფეისბუქზეც აღარ მეგობრობენ. ამ ყველაფრის აღმოჩენის შემდეგ თინა ჭანტურიძეს ფეისბუქზე რამდენიმე კითხვით მივმართეთ. განაგრძეთ კითხვა