მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ბევრს ლაპარაკობენ, ცოტა ხნის წინ ამაღელვებელი სოციალური რეკლამაც კი გადაიღეს (იხილეთ ვიდეო), მშობლებს მაინც ავიწყდებათ ელემენტარული ყურადღების გამოჩენა და პატარა ბავშვებს მარტოკებს ტოვებენ მანქანაში, რომელსაც ყველა ფანჯარა დახურული აქვს - მანქანის "უსაფრთხოებისთვის".
ამერიკაში ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა და რამდენიმე პატარა ემსხვერპლა მშობლების დაუდევრობას – ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთი მამამ დატოვა მანქანაში მთელი შვიდი საათით, მზის ქვეშ. ორი წლის ბავშვი მზის დარტყმით და უჰაერობით გარდაიცვალა. მეორედ 15 თვის პატარა მთელი დღე "მიავიწყდათ" ავტოსადგომზე, ჩაკეტილ ავტომანქანაში.
პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ ბავშვი მარტო იყო მანქანაში დიდხანს. სავარაუდოდ, რომელიღაც გამვლელმა შენიშნა. ვერავინ გაბედა მანქანის შუშის შემტვრევა – იქნებ ეშველათ პატარისთვის. სავარაუდოდ, ეს პატარაც მამამ დატოვა მანქანაში "ცოტა ხნით".
ბოლო წლებში ჰიპერთერმიის შედეგად მანქანებში გარდაცვლილი ბავშვების რიცხვი სავალალოდ იზრდება. მხოლოდ ამერიკაში ამ მიზეზით წელიწადში დაახლოებით 38 ბავშვი კვდება.
კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მშობლებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ იმ ადამიანების მიმართ, რომელნიც ყველაზე უსუსურები არიან, მათ არიან მხოლოდ მინდობილი და გაუფრთხილდნენ მათ სიცოცხლეს.