გამოცდილი რეცეპტი ცნობილი კულინარისგან მომზადების წესი:
4 კვერცხის გული+1 ჭიქა შაქარი+400 გრ. კარაქი, ან მარგარინი+ 250 გრ. მაწონი,ან არაჟანი+1 ჩ/კ სოდა-ძმრით+ვანილი და ბოლოს - ფქვილი იმდენი რაოდენობის, რომ ელასტიური ცომის მასა მივიღოთ და შევძლოთ მისი გაბრტყელება.
ბეზე: 5 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ კარგად და ნელ-ნელა დავამატოთ 2 ჭიქა შაქარი+ვანილი. მზა ბეზეს ფრხილად შევურიოთ 250 გრ. ქიშმიში და 250 გრ. მოხალული თხილი.
ცომი გავყოთ სამ ნაწილად (ერთი ნაწილი ცოტა დიდი უნდა იყოს,ზედა ფენისთვის).
ფქვილმოყრილ სამუშაო მაგიდაზე გავაბრტყელოთ ცომის ერთი ნაწილი და მოვათავსოთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე,გადავუსვათ ბეზეს ნახევარი, შემდეგ ისევ ცომი, ისევ დარჩენილი ბეზე და თავზე დავაფინოთ ცომის მესამე ნაწილი. ბოლოს შემოვუკეცოთ გვერდები და თავზე წავუსვათ კვერცხის გულისა და მაწვნის, ან არაჟნის ნარევი. ჩავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად და შევდგათ ღუმელში 180-200 გრადუს ტემპერატურაზე.
ანა კოსტავა