ბანაკში მოზარდები ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც ჩვეულებრივი ჯარისკაცები ასეთი ბანაკი სამხრეთ კორეაში რამდენიმეა. იქ ბავშვებს ყოფილი ჯარისკაცები ავარჯიშებენ. მათი მიზანია, ეს ბავშვები მომავალ ჯარისკაცებად აღზარდონ.
ბანაკში მოზარდები ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც ჩვეულებრივი ჯარისკაცები – ხოხავენ ტალახში, ვარჯიშობენ, იმყარებენ ფიზიკურ მდგომარეობას და მორალურ განწყობას.
მომქანცველი ვარჯიშების შემდეგ შლანგებით წყალს ასხამენ და "აფხიზლებენ".
ბანაკი 156 ბავშვზეა გათვლილი და რამდენიმედღიანია. თუმცა ეს დღეები ბავშვებისთვის ნამდვილ კოშმარს ემსგავსება.
მთელ აზიაშია გავრცელებული ამგვარი ბანაკები – იმის გამო, რომ იქ საკმაოდ დაძაბული, ბევრგან საომარი მდგომარეობაც არის და ქვეყნები ამართლებენ ამგვარ მიდგომას, ბავშვებს ამზადებენ საომარი ვითარებისთვის.
მას მერე, რაც ჩრდილოეთ კორეამ გაამძაფრა მუქარები სამხრეთ კორეის მიმართ, მსგავსი ბანაკების რიცხვმა საერთოდაც იმატა. მიუხედავად ასეთი სასტიკი პირობებისა, ბავშვები თავიანთი სურვილით და ხშირად რამდენჯერმეც კი გზავნიან ბავშვებს ამგვარ ბანაკებში.