ყავის ტორტი - იაფი, მარტივი, ძალიან ჰაეროვანი და გემრიელი - მშობლები

ყავის ტორტი - იაფი, მარტივი, ძალიან ჰაეროვანი და გემრიელი

2016-01-21 04:21:27+04:00

საუკეთესო დესერტი ყავასა და ჩაისთან საჭირო მასალა:

6 ცალი კვერცხი;

2 ჭიქა შაქარი;

1 ჩაის ჭიქა ფქვილი;

2 შეკვრა ვანილი;

200 გრ. კარაქი;

2 ს/კ ყავა.

მომზადების წესი:

6 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ,ნელ-ნელა დავამატოთ 1 ჭიქა შაქარი,შემდეგ თითო-თითო კვერცხის გული და კიდევ გავთქვიფოთ. დავამატოთ ყავის ნაყენი (1 ს/კ ყავა გავხსნათ ცოტა წყალში) და ბოლოს ფრთხილად შევურიოთ 1 ჩაის ჭიქა ფქვილი.

მასა მოთავსოთ კარაქწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 175-180 გრადუსზე.

მოვამზადოთ კრემი:

ნახევარ ჭიქა ადუღებულ წყალში გავხსნათ 1 ს/კ ყავა,დავამატოთ ერთი ჭიქა შაქარი,ვანილი და მოვადუღოთ სიროფი. კარგად რომ წამოდუღდება გადმოვდგათ და გავაცივოთ.

200 გრ. კარაქი გავთქვიოთ კარგად და ნელ-ნელა დავამატოთ თითო-თითო სუფრის კოვზი ყავის სიროფი.

ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ კარგად ყავისა და ლიქიორის ნარევით და წავუსვათ კრემი. სურვილისამებრ მოვრთოთ დახეხილი შოკოლადით ან ნიგოზით.