ვასწრებ თუ არა ყველაფერს? სულაც არა. ვცდილობ? დიახ... ეს მშვენიერი ქალბატონი ალისა უელჩია კალიფორნიიდან. მან 8 შვილი გააჩინა და დღეს სხვა ქალებს უზიარებს თავისი ბედნიერების საიდუმლოს. გამუდმებით უღებს ფოტოებს შვილებს, აწყობს ოჯახურ ფოტოსესიებს და დებს თავის ბლიგზე, რომ სხვა ქალებსაც მისცეს მაგალითი.
"სარეცხის გორები, ჭუჭყიანი პამპერსებით სავსე ურნა, უამრავი საჭმელი, რომელიც უნდა მოამზადო, ბავშვების აქეთ-იქით ტარება და მსგავსი რამეები – ამ საოცარი დროის თითოეული წუთი ღირს ამად. ვასწრებ თუ არა ყველაფერს? სულაც არა. ვცდილობ? დიახ... მას მერე, რაც ჰევენი დაიბადა, იყო ერთი დღე მაინც, რომ ყველა ბავშვი ყოფილიყო კარგად და სუფთად ჩაცმული, სახლი – სრულიად სუფთა, მე – მოვლილი და მოწესრიგებული და ა.შ.? – არა. არც ვუმტკიცებ ვინმეს, რომ ეს ყველაფერი იოლი და ადვილად შესასრულებელია. მე მაქვს საოცარი თავისუფლება და სიხარული იმის გამო. რომ შემიძლია ვიცხოვრო და მორიგი საქმე გავაკეთო. ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და აკეთე მშვიდად შემდეგი საქმე. მიენდე საკუთარ თავს. იყავი მშვიდი. ეს გასაღებია. მე ამ გასაღებს მაგრად ვუჭერ ხელს." - ამბობს ალისა.
პირველი შვილი 20 წლისამ გააჩინა და მას მერე თითქმის ყოველ წელს თითოს აჩენდა. როცა პირველი შვილი გაუჩნდა, ქმრის ფოტოაპარატს დასწვდა და გადაიღო. ნახევარ წელიწადში თავისი ბიზნესი წამოიწყო. მას ინტერიერების პროექტირების ინსტიტუტი აქვს დამთავრებული და ეს გამოცდილება დაეცმარა ფოტოებში, საქმის წარმატებაში. მთელ შემოსავალს ბავშვებს ახმარს, მათ ჩაცმას, განათლებას, დასვენებას.
ალისა მღვდლის ოჯახიდან არის და ძალიან მორწმუნეა. ყველაფრისთვის, რაც მის ოჯახში ხდება, ღმერთს სწირავს მადლობას. ეს აძლევს ძალას სირთულეებთან ბრძოლაში. "დღის ბოლოს ჩემთვის ერთადერთია მთავარი: მიყვარდა? იყო ჩემი გული მისი გულის მსგავსი? დღის ბოლოს ამას აქვს მხოლოდ მნიშვნელობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველ დილას ვგრძნობ ქმრისადმი, ჩემი შვილების მამისადმი სიყვარულს, ეს სიყვარული და ერთგულება მაძლევს ძალებს...".
რჩევა ალისასგან: "დარწმუნდით, რომ თქვენი ოცნებები თქვენს შესაძლებლობებს ემთხვევა, იყავით ის, ვინც ხართ და გახსოვდეთ, რომ ღმერთმა მოგცათ სიცოცხლე, რომ გაიხაროთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ ჩვენი ბედნიერება და წარმატება, ერთმანეთი შთავაგონოთ, ეს სასარგებლოა!"