აი, ასე გამოიყურება ყველაზე მსუქანი ბავშვი მსოფლიოში - მშობლები

აი, ასე გამოიყურება ყველაზე მსუქანი ბავშვი მსოფლიოში

2016-01-27 08:47:49+04:00

რამდენჯერაც საჭმლის დოზა შეუმცირეს, ბავშვმა საშინელი ისტერიკები მოაწყო - ექიმები მხრებს იჩეჩავენ ჩემს ეზოში ცხოვრობს ბიჭი, რომელიც პატარაობისას თანატოლებისგან ბევრი არაფრით გამოირჩეოდა, უბრალოდ, მათზე ოდნავ ჩაფსკვნილი იყო, თუმცა ეს საკმარისი მიზეზი გახლდათ იმისთვის, რომ თანატოლების მხრიდან დაცინვის ობიექტად ქცეულიყო. მისი სახელი მგონი, არც არავინ იცოდა, არავის აინტერესებდა, მას ყველა ხან კატლეტს, ხან ფუმფულას, ხანაც ცომის გუნდას ეძახდა.

რა არ გადაიტანა საწყალმა ბავშვმა, რამდენი დამცირება და გულისტკენა. თუმცა, გავიდა დრო, ბიჭი გაიზარდა, სიმაღლეში წავიდა, გახდა და სიმპათიურ ყმაწვილად იქცა, რომელიც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა არა მარტო საკუთარ რაიონში, არამედ მთელ უბანში.

რატომ მოგიყევით ეს ამბავი?

საქმე ის არის, რომ როდესაც ინტერნეტში ამ ბიჭის სურათს წავაწყდი, რატომღაც ის ჩემი მეზობელი პუტკუნა ბიჭი გამახსენდა. თუმცა ამ ჩინელმა ბავშვმა გამაოცა თავისი გაბარიტებით და რატომღაც გავიფიქრე, რომ მასთან შედარებით ის ჩემი მეზობელი ბიჭი უბრალოდ ჩონჩხი იყო.

mshoblebi

ჩინელი გიგანტი ლუ ხაო 2,5 კგ. დაიბადა, თუმცა სამი თვის შემდეგ წონაში მატება იწყო, ისე სწრაფად იმატებდა, რომ 3 წლის ასაკში უკვე 60 კგ-ს იწონიდა. ეს წონა 5-ჯერ აღემატება ამ ასაკის ბავშვის ნორმალურ წონას.

ამ პატარა გიგანტის მამამ გული ჟურნალისტებს გადაუშალა:

- ჩემს შვილს ჭამის საოცარი მადა აქვს, შეუძლია ერთ ჯერზე მიიღოს სამი თეფში ბრინჯი ქათმით და დააყოლოს ერთი ლიტრი რძე. ეს ძალიან მაშინებს, მე ამხელა კაცი ვარ და ზოგჯერ ერთ თეფშსაც კი ვერ ვერევი ხოლმე.

mshoblebi

მშობლები ამბობენ, რომ არაერთხელ უცდიათ შვილისთვის კვების რაციონის შემცირება, თუმცა, უშედეგოდ, ეს მცდელობა ყოველთვის ბავშვის აუტანელი ისტერიკით მთავრდებოდა. ბოლო შემთხვევა გაიხსენეს, როდესაც სცადეს ბავშვისთვის ბოსტნეული ეჭმიათ, თუმცა დამშეული ბიჭი ხმამაღლა ბღაოდა და ყველაფერს ლეწავდა, რაც ირგვლივ იყო, ნორმალურ, ადამიანურ საჭმელს ითხოვდა.

mshoblebi

4-დან 5 წლამდე ლუმ კიდევ 22 კგ. მოიმატა, მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს ბავშვი დაჰყავდათ აქტიური ტიპის სპორტზე, ცურვასა და აერობიკაზე. ექიმები თვლიან, რომ ბავშვის ჯანმრტელობის მდგომარეობა საგნგაშოა, ამხელა წონით ბიჭუნას გადაადილებაც კი უჭირს. თუმცა ვერაფრით დაადგინეს ამ არაბუნებრივი სიმსუქნის გამომწვევი ნამდვილი მიზეზი.

ბავშვი დაჰყავთ ჩვეულებრივ ბაღში, თუმცა, თანატოლებისგან განსხვავებით, ლუ საკუთარი ფეხით ვერ გადაადგილდება, მისი ფეხები უბრალოდ ვერ უძლებენ ამხელა წონას და მშობლები იძულებულნი არიან, ბავშვი ბაღში ეტლიანი მოტოციკლით ატარონ.

თავდაპირველად ექიმები თვლიდნენ, რომ ასეთი გაცხიმოვნების მიზეზი თავის ტვინის სიმსივნე იყო, თუმცა ეს საშინელი დიაგნოზი არ დადასტურდა.

mshoblebi

ლუს უამრავი სათამაშო აქვს, თუმცა გამორჩეულად უყვარს სუპერმენი, ის მისი კერპია. ბიჭი ოცნებობს, რომ როდესაც გაიზრდება იმ სუპერმენვით ძლიერი და ყოვლისშემძლე იქნება. კითხვაზე, ოცნებობს თუ არა სუპერმენივით ფრენაზე, პასუხობს, რომ ფრენა მისის საკმე არ არის, ის საამისოდ ზალიან მზიმეა და რომ მოწინააღმდეგეებს უბრალოდ ძალით გაუსწორდება.

არ ვიცით, შეძლებს თუ არა ჩვენი გმირი სუპერმენობას, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ის დაამარცხებს სიმსუქნეს და მისი ორგანიზმი შეწყვეტს წონის ასეთ მატებას.