თეონას 32 წელი შეუსრულდებოდა ცნობილი პოეტი გელა დაიაური თავის გარდაცვლილ მეუღლეს თეონა ქუმსიაშვილს ემოციურ პოსტს უძღვნის. 27 იანვარს თეონას 32 წელი შეუსრულდებოდა.
"ჩემო ბედნიერებავ და ჩემო მწუხარებავ, ჩემო სიხარული და ჩემო ტკივილო, ჩემო თბილო და განუმეორებელო გილოცავ დაბადების დღეს.... არ ვიცი, რა ვქნა, ან რა ვთქვა... უბრალოდ გეტყვი: - მიყვარხარ და მახსოვხარ, ჩემო კუნწულიკო..." - წერს დაიაური.
პოეტის ოჯახის ტრაგედიამ 5 წლის წინ მთელი საქართველო შეძრა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გელა დაიაურმა ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დაკარგა.
2010 წლის 22 ივლისს, ათენგენობიდან (მთიელთა უძველესი დღესასწაული, რომელიც გაიმართა სოფელ მუცოში), მომავალი ავტომობილი, რომელშიც იჯდა თეონა ქუმსიაშვილი 2 მცირეწლოვან ვაჟთან, დასთან და კიდევ 3 ადამიანთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ავტომობილი მდინარე არღუნის ხეობაში გადაიჩეხა. კატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. საბედისწერო აღმოჩნდა შემთხვევა ქართველი მომღერლის, თეონა ქუმსიაშვილისათვის, რომელსაც სახელად "მთის ბულბული" შეარქვეს.