სწორედ თამაში უყალიბებს უმთავრეს უნარ-ჩვევებს, რაც შემდგომში პიროვნულ თვისებებსა და წარმატებაზე ახდენს გავლენას რა არის ბავშვის ყველაზე ბუნებრივი და სასურველი საქმიანობა? რა თქმა უნდა, თამაში. სწორედ თამაში უყალიბებს უმთავრეს უნარ-ჩვევებს, რაც შემდგომში პიროვნულ თვისებებსა და წარმატებაზე ახდენს გავლენას. როცა თამაშს ასეთი სერიოზული მისია აკისრია, სასურველია დავინტერესდეთ, რით თამაშობს ჩვენი შვილი.
ფიზიკური განვითარებისთვის აქტიური სპორტული თამაშები შეუდარებელია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ინტელექტის განვითარებაც. რომელი თამაშებია ყველაზე სასარგებლო ბავშვის შემოქმედებითი და გონებრივი განვითარებისთვის?
ინტელექტუალურ თამაშებში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ საბავშვო ჟურნალებს. რომელია მათი შეფასებით, 5 ყველაზე სასარგებლო თამაში ბავშვისთვის? გამოცდილებას გვიზიარებს ჟურნალ ”საბავშვო კარუსელის” რედაქცია, რომელიც ამ თამაშებს სისტემატურად იყენებს.
შეგახსენებთ, "საბავშვო კარუსელი" 72-გვერდიანი გამოცემაა, ყველა გვერდი ფერადია, ყველა ნომერს საჩუქარი მოჰყვება და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.
1. სტიკერები
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გასართობია საბავშვო ბეჭდურ გამოცემებში. "საბავშვო კარუსელის" ყველა ნომერში საშუალოდ 80-100 სტიკერი, რომელიც ბავშვმა ჟურნალის ფურცლებზე, თამაშებში და ნახატების ასაწყობად უნდა გამოიყენოს.
2. სამაგიდო თამაში
მაგიდის თამაშების მთავარი სარგებელი ურთიერთობის დამყარებაა. ისინი მინიმუმ 2 მოთამაშეზეა გათვლილი, ანუ ბავშვი მარტო ვერ ითამაშებს, კარგი იქნება, თუ პარტნიორობას მშობელი გაუწევს. დღეს ხომ მშობლებს ბავშვებთან ურთიერთობისთვის დრო არ ჰყოფნით. სულ რამდენიმე პარტია საკმარისია, რომ მშობლებთან ურთიერთობას მონატრებულმა პატარამ მთელი კვირის დანაკლისი აინაზღაუროს.
გარდა ამისა, თამაშს თავისი წესები აქვს. ასე რომ, თამაშისას ბავშვი პირველ რიგში წესების დაცვას სწავლობს. უვითარდება მოთმინება (როცა თავის რიგს ელის), ეჩვევა მოგებისკენ სწრაფვას და წაგებასთან შეგუებას.
ეს ერთგვარი გაკვეთილებია, რომლებიც ასწავლის სწორად რეაგირებას გამარჯვებასა თუ მარცხზე. ბავშვი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ მომავალში კიდევ ექნება მოგების შანსი. ეს მნიშვნელოვანი უნარია. გამარჯვება ხომ იმედგაცრუების შემდეგ მოდის, რაც ცხოვრებაში ბევრჯერ დამტკიცებულა.
3. გასაფერადებელი
გასაფერადებელი ბავშვს ამშვიდებს. აქტიური დღის შემდეგ მოდუნება აუცილებელია. გასაფერადებელი კი ყველაზე მოუსვენარ ბავშვსაც კი "აიძულებს", მშვიდად დაჯდეს და ფანტაზია აამუშაოს.
გასაფერადებლით არა მარტო ფერთა გამის შერჩევას სწავლობს, იმახსოვრებს ფორმებს, პერსონაჟების ხასიათს. შემდეგ ცდილობს გააცოცხლოს ეს პერსონაჟი თავისი შერჩეული და მოფიქრებული ფერებით. ბავშვები, რომლებიც ხშირად არიან დაკავებული "მოფიქრებებით", სხარტი გონებით გამოირჩევიან და ნერვული დარღვევებისგანაც დაცულნი არიან. უვარჯიშდებათ კონცენტრაციის და ყურადღების უნარიც.
გაფერადებისას ბავშვმა წარმოსახვა უნდა გამოიყენოს. და ბოლოს, გასაფერადებელი ბავშვის ხელს თანდათან ავარჯიშებს კალიგრაფიისთვის. ის მალე შეძლებს სწორი მოხაზულობების გაკეთებას.
დაიწყეთ ერთი ფერის გამოყენებით. შემდეგ თანდათან გადადით 2-3 ფერზე, უფრო წვრილ დეტალებზე.
4. ლოგიკური თავსატეხები
სპეციალისტები აღიარებენ, რომ ბავშვები, რომლებიც ალღოს უღებენ და სწრაფად ხსნიან თავსატეხებს, ცხოვრებაშიც სწრაფად და მარტივად პოულობენ პრობლემის გადაწყვეტის გზებს, უვითარდებათ პრინციპული და ძლიერი ნებისყოფა, უადვილდებათ ცხოვრებისეული ამოცანების გადაწყვეტა, რაც წარმატების მთავარი წინაპირობაა. ეს რუბრიკა "საბავშვო კარუსელის" ყველა ნომერშია წარმოდგენილი.
5. კროსვორდი
ეს არის ცოდნის შემოწმების საუკეთესო გზა. ნასწავლისა თუ გაგონილის გახსენება. ბავშვი თავის გონებრივ "არქივში" ეძებს სწორ პასუხს. ნახატს თუ ახსნა-განმარტებას აკავშირებს ნანახსა თუ გაგონილთან. რაც არ იცის, იმას პასუხებში ეძებს და ყოველთვის ამახსოვრდება. სამომავლოდ კი სურვილი უჩნდება ბევრი სიტყვა და სახელოდება დაიმახსოვროს. ნასწავლის სწრაფად გახსენებასაც ეჩვევა.
6. კალიგრაფიული თამაში
ეს როგორც წესი, წყვეტილ ხაზებად მოცემულ ნახატებზე ხაზების უშეცდომოდ გავლებას გულისხმობს. ამით თან ერთობა, თან ხელს ავარჯიშებს, რაც სამომავლოდ კალიგრაფიის დახვეწაში დაეხმარება. ბავშვები, ვისაც ასეთი სავარჯიშო მოსწონს, საკლასო რვეულში ყოველთვის აკურატულად წერენ.
მშობლებს ვურჩევთ, ბავშვებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა ჟურნალის დავალებების შესრულებაში. ამას თავისი დატვირთვა აქვს. ჯერ ერთი, უფროსთან ერთად თამაშის ან თავსატეხის ამოხსნის პროცესი უფრო საინტერესო ხდება. ბავშვთან ერთად იმსჯელეთ, ხმამაღლა იფიქრეთ, ერთად მოსინჯეთ სხავადასხვა ვარიანტი. გამოცნობა ხომ ნამდვილი სიამოვნებაა, რომელსაც კომპიუტერულ თამაშზე ნაკლები ტკბობა არ მოაქვს.
ბავშვები, რომლებიც მიჩვეულნი არიან ასეთ თამაშებს, ხშირად თამაშობენ ასე, ადვილად ეგუებიან სკოლის გარემოს, უადვილებათ მიცემული დავალების გააზრება და მაქსიმალურად ავლენენ თავის გონებრივ შესაძლებლობებს.