რას იწვევს ამ პრეპარატის მიღება ორსულობის დროს პარაცეტამოლის არც ისე უსაფრთხო შემადგენლობის შესახებ ბოლო დროს ხშირად საუბრობენ. მისი ხშირი მიღება რომ ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული, ახალი ამბავი არაა, თუმცა ედინბურგის (ბრიტანეთი) უნივერსიტეტის მეცნიერებმა კიდევ ერთი კვლევით დაადასტურეს ეს. მათი თქმით, პარაცეტამოლი განსაკუთრებით მავნებელია იმ ორსულებისთვის, რომლებიც გოგონას ელოდებიან. პრეპარატმა შეიძლება დააქვეითოს მათი შვილოსნობის ფუნქციები და შეიძლება, ზრდასრულობაში უშვილობასთან ბრძოლა მოუწიოთ.
მეცნიერებმა შეისწავლეს პარაცეტამოლის მოქმედება ორსულ ვირთხებზე და დაადგინეს, რომ მდედრობითი სქესის ვირთხესბ გაცილებით ნაკლები კვერცხუკრედი ჰქონდათ, ვიდრე იმ ცხოველების მდედრობითი სესის შთამომავლებს, რომელთათვისაც პრეპარატი არ მიუციათ. ცნობილია, რომ მდედრობითი სქესის ნაყოფს კვერცხუჯრედის განვითარება ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას ეწყება.
პრეპარატი მამრობითი სქესის ნაყოფზეც ახდენს გავლენას - მათთანაც შვილოსნობის ფუნქციაზე. მათ გაცილებით ნაკლები უჯრედი აღმოაჩნდათ, რომელთაგანაც სპერმატოზოიდი ვითარდება, თუმცა მდედრებისგან განსხვავებით, მოზრდილ ასაკში მათ შეძლეს ამ ფუნქციის აღდენა.
ვირთხებისა და ადამიანების რეპროდუქციული სისტემა ძალიან ჰგავს ერთმანეთს და ამიტომ მეცნიერები ასკვნიან, რომ ეს ზემოქმედება ქალებზეც ასეთი იქნება. თუმცა დასძენენ, რომ ლაპარაკია პრეპარატის ხშირ და აქტიურ მიღებაზე და არა მცირეხნიან ვადებზე, რომელიც, შეიძლება, ექიმმა დანიშნოს.