საქართველოში ცოტამ თუ იცის იმ უნიკალური თვისებების შესახებ, რომელიც ამ პროდუქტს ახასიათებს იმ ფონზე, როდესაც მწყრის კვერცხი ელვის სისწრაფით იპყრობს მსოფლიო სუპერმარკეტების ქსელს, საქართველოში ცოტამ თუ იცის იმ უნიკალური თვისებების შესახებ, რომელიც ამ პროდუქტს ახასიათებს.
მწყრის კვერცხი რომ უნიკალურია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ამ პროდუქტზე ინფორმაცია ეგვიპტურ პაპირუსებზეც მოიძებნება და ძველისძველ ჩინურ რეცეპტებში სწორედ ამ კვერცხით ამზადებდნენ უებარ მალამოებს.
ეს პროდუქტი თითქმის შეუცვლელია მკურნალობისას:
• აუმჯობესებს ნერვულ სისტემას
• ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს
• გამოაქვს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები
• ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს
• მდიდარია ვიტამინებით - A ვიტამინი მასში 2,5-ჯერ მეტია, ვიდრე ქათმის კვერცხში. გაცილებით მეტია აგრეთვე ფოსფორი, კალიუმი, რკინა, კობალტი და სპილენძი.
• პროფილაქტიკის მიზნით მწყრის კვერცხი 3-4 თვის განმავლობაში ყოველდღე უნდა მიირთვათ. ნუ შეგეშინდებათ, ის არავითარ შემთხვევაში არ გავნებთ. კვერცხის მიღება უმადაც შეიძლება - მწყერი ქათამი არ არის და სალმონელოზით არ ავადდება.
ხალხური რეცეპტები
ბრონქული ასთმისა და ალერგიული მდგომარეობის დროს
კარგია მკურნალობა მწყრის კვერცხითა და თაფლით: კვერცხები უნდა ჩავტეხოთ ჭიქაში, დავამატოთ ცოტაოდენი თაფლი და მივირთვათ ჭამამდე 3 საათით ადრე. დილით, საუზმემდე - ერთი კვერცხი, საღამოს, ვახშმამდე - ორი. ამ მეთოდით 40 დღე უნდა იმკურნალოთ, შემდეგ 2-3 კვირა შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.
გაგრძელება