ზოგჯერ ბანანი იმის მაგივრად, რომ გარგოთ, შეიძლება მომწამვლელი აღმოჩნდეს ბანანი ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებით სავსეა. ძალიან მაღალი კვებითი ღირებულება აქვს და მართლაც შესაფერისი წასახემსებელია როგორც სახლში, ასევე სკოლასა თუ სამსახურში. ანაყრებს, რგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და თქვენ წარმოიდგინეთ, განწყობასაც აუმჯობესებს.
მაგრამ ზოგჯერ ბანანი იმის მაგივრად, რომ გარგოთ, შეიძლება მომწამვლელი აღმოჩნდეს
3 წლამდე ბავშვებს ეს ხილი შეზღუდულად უნდა მისცეთ. პატარს ჩამოუყალიბებელი კუჭნაწლავი ყოველთვის არ არის მზად ეგზოტიკური ხილის მოსანელებლად. აქედან იწყება გაზების და მუცლის ტკივილიც პრობლემაც.
მეძუძურმა დედამ ბევრი ბანანი არ უნდა მიირთვას. 2 ცალი დღეში საკმარისია, თუ არც დედა და არც შვილი ალერგიულები არ არიან.
დიდი სიფრთხილით ინიშნება ბანანი შემდეგ შემთხვევებში:
შაქრიანი დიაბეტი
სისხლის მაღალი შედედება
ჭარბი წონა
იშემიური დაავადებები
დიეტაზე ყოფნის დროს ბანანი ერთ სრულფასოვან ულუფას უდრის.
როგორი ბანანი არ იჭმება
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
მწვანე ბანანი არ ჭამოთ. მისი გადამუშავება არათუ ბავშვის, მოზრდილის ორგანიზმსაც უჭირს. თუ მწვანე ბანანი მაინც შეიძინეთ, აცადეთ 2-3 დღე დამწიფება და მერე მიირთვით. მწვანე ნაყოფში შემავალი გაუხსნელი სახამებელი აღიზიანებს ლორწოვან გარსს. იწვევს შებერილობას და ტკივილებს. მწიფე ბანანში და კი სახამებელი უკვე გარდაქმნილია ადვილად ათვისებად შაქრად და პრობლემებს აღარ იწვევს.
აუცილებლად გარეცხეთ ბანანი ჭამის წინ. ის ხშირად ქიმიური ხსნარებითაა დამუშავებული. ფენოლი ხელიდან რბილობზეც ხვდება და შეიძლება ერთხელაც მოწამვლა გამოიწვიოს. ამ ნივთიერებით ბევრი ხილი მუშავედება. ამიტომ ყოველთვის გარეცეთ ხილი, თუნდაც მის გათლას აპირებდეთ.
როგორი ბანანის ყიდვა ჯობს
ბანანის ფერი ნაზი ყვითელი უნდა იყოს შავი ზოლების გარეშე. წინწკლები შძეიძლება ჰქონდეს. ეს ნიშნავს, რომ ბანანი კარგად არის დამწიფებული და სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმუმს შეიცავს. ასეთი ბანანი დიდხანს არ ძლებს, ამიტომ მაშინვე უნდა შეჭამოთ.
გაშავებული და დახეთქილი ბანანი მხოლოდ ნამცხვრებში გამოდგება.
ობიანი, თუნდაც გარედან, ყუნწზე ჰქონდეს მოკიდებული, არ მიირთვათ.
ბანანის წვეტი არ მიირთვათ. იქ მავნე ნივთიერებებია თავმოყრილი.