ერიდეთ ბავშვის ოთახში წითელ და ლურჯ ფერებს! - ფერის ფსიქოლოგიის საიდუმლოებები - მშობლები

ერიდეთ ბავშვის ოთახში წითელ და ლურჯ ფერებს! - ფერის ფსიქოლოგიის საიდუმლოებები

2014-07-12 19:25:41+04:00

მწვანე იწვევს სიახლის განცდას, ამშვიდებს ბავშვის ოთახზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ამჯერად ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერებს ბავშვის ოთახში. მას დიდი დატვირთვა აქვს და სანამ სათითაოდ ყველა ფერის მნიშვნელობაზე ვუსაუბრებთ, უნდა შეგახსენოთ, რომ ინტერიერის დაგეგმვისას ერთ-ერთი აუცილებელი წესი ფერებთან დაკავშირებით, არის სამი ფერის წესი, ანუ ოთახში არ არის სასურველი სამ ფერზე მეტის გამოყენება. უნდა იყოს სამი ფერის კომბინაცია, ან ერთი-ორი ფერის სხვადასხვა ტონალობის.

თეთრი – მას მოაქვს იმედი, ენერგია და გარდაქმნის ძალა. დადებითად მოქმედებს გულჩათხრობილ და შებოჭილ ბავშვებზე. მათი თვითშეფასება მაღლდება. ჯობს, სხვა ფერებთან შეთავსებით გამოიყენოთ.

mshoblebi

ყვითელი – მოქმედებს ინტელექტუალურ განვითარებაზე, ინტუიციაზე, გონებამახვილობაზე. ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას, ამაღლებს განწყობას, ზრდის აღქმის სიჩქარეს, მხედველობის სიმახვილეს. ეს ფერი უკუნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ბავშვი მეტისმეტად აღგზნებულია.

mshoblebi

მწვანე – იწვევს სიახლის განცდას, ამშვიდებს, ამცირებს სმენით მგრძნობელობას და ხელს უწყობს მეტ კონცენტრაციას. ჯობს, მწვანე იყოს სასწავლო ზონა.

mshoblebi

ცისფერი – ხელს უწყობს წყნარ დასვენებას და ძილს, ამცირებს სისხლის წნევას. ცისფერი ტონები ახდენენ სიმსუბუქის, ჰაეროვნების, სისუფთავის შთაბეჭდილებას.

mshoblebi

ლურჯი ტვირთავს ნერვულ სისტემას – ის ნაწილობრივ უნდა გამოიყენოთ და მთლიანად ლურჯად არ უნდა შეღებოთ ოთახი.

mshoblebi

წითელი – აღმგზნებად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამაღლებს წნევას. ხანგრძლივი ზემოქმედებისას ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე. ინტერიერი, სადაც მეტი წითელი ფერია, თავის ტკივილებსა და ღამეულ კოშმარებსაც კი იწვევს. ბავშვები, რომლებიც ასეთ ოთახში ცხოვრობენ, უფრო ხშირად ჩხუბობენ. წითელი რეკომენდებულია მხოლოდ ნაკლებად აქტიური ბავშვებისთვის – მათ გასააქტიურებლად. თუ მოგწონთ წითელი, მისი მსუბუქი ტონალობები გამოიყენეთ - ღია ბორდოსფერი, ვარდისფერი, რომლებიც უფრო მსუბუქი და ნაკლებ აღმგზნებია.

mshoblebi

ნარინჯისფერი – იწვევს სიხარულს. აღაგზნებს, მაგრამ სწრაფადვე აცხრობს. ნარინჯისფერი კარგად მოქმედებს ჩაკეტილ ბავშვებზე, ეხმარება შიშებისგან გათავისუფლებაში. ასტიმულირებს შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

mshoblebi

იისფერი – აქტიურად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ფილტვებზე. შეიძლება, გამოიწვიოს სიცივის, ნაღველის, დეპრესიის განცდა. ბავშვის ოთახში ბევრი არ უნდა იყოს იისფერი.

mshoblebi

ჯობს, არჩევანი თბილ ფერებზე შეაჩეროთ, ორ ან სამ სასიამოვნო და მსუბუქ ფერში გადაწყვიტოთ ბავშვის ოთახი.

mshoblebi

ასევე დაგაინტერესებთ