მომღერლის ქალიშვილს უკვე ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს სოციალურ ქსელში მომღერალ ბესო კალანდაძის პირადი ამბები ბოლო პერიოდში ლამის მთელი საქართველოს სამსჯავროზე იყო გამოტანილი - მისი ყოფილი მეუღლე ციცინო შურღაია მასზე ხშირად საუბრობდა მედიის საშუალებით, საქმე სასამართლომდეც მივიდა და დიდი ზიანიც მიადგა მომღერლის ავტორიტეტს. თუმცა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, ბესო კალანდაძე თავის მეუღლეს - მედეა ვარდიაშვილს შეურიგდა რა ხანია, ურთიერთობები დაალაგეს და ჰარმონიულად ცხოვრობენ.
წყვილს ორი შვილი ჰყავს. ისინი უკვე ზრდასრულები არიან - ქალ-ვაჟი. მათგან ამჯერად საზოგადოების და სოციალური ქსელის ყურადღება უფროსმა - მარიამმა დაიმსახურა, რომელიც პროფესიით დიპლიმატია, კვალიფიკაცია ჩინეთში აიმაღლა და გარდა იმისა, რომ ნიჭიერი გოგონაა, მშვენიერი გარეგნობით გამოირჩევა. ზოგი ამბობს, რომ სილამაზით დედას ჰგავს, სხვები მამას ამსგავსებენ, თუმცა ფაქტია, რომ მარიამს ნამდვილად ეფექტური გარეგნობა აქვს და მისი ფოტოები სოციალურ ქსელში დიდი მოწონებით სარგებლობს ხოლმე.