ამბავი, რომელმაც მრავლის მნახველი მოდის სამყაროც გააოცა
ნიუ-იორკის მოდის კვირეული დასრულდა და ბევრ მოდურ სიახლესთან ერთად, ერთი საოცარი ამბავიც დაუტოვა ისტორიას. ინდური მოდის სახლის "ნაემ ხანის" დეფილეზე, ფინალურ შოუში დიზაინერთან ერთად პოდიუმზე სიმსივნით დაავადებული გოგონა გამოვიდა. 11 წლის ტრინიტი მორანი მთელი ცხოვრება ოცნებობდა მოდურ ჩვენებაში მონაწილეობაზე.მოდელობაზე და ლამაზი კაბებით თავის მოწონებაზე ალბათ ბევრი გოგონა ოცნებობს. ასევე იყო ტრინიტი, რომლისთვისაც ინდოელი ნაემ ხანი და ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია ნამდვილ ფერიებად იქცნენ.
ტრინიტის რაბდომიოსარკომა აქვს. ეს იშვიათი და ძალიან აგრესიული სიმსივნეა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ისევე, როგორც მისი პროგნოზები, ოცნებას განაგრძობდა და აუხდა კიდეც.
ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაიყვანეს ნიუ-იორკში მშობლიური ტეხასიდან. რამდენიმე დღეში შეუკერეს საოცარი კაბა და მერე ნამდვილ მოდელებთან ერთად მან პოდიუმი დაიპყრო.