"რამდენსაც ცუდს წერთ ჩემს დაზე, იმდენი მე მარტყამთ დანას ზურგში..." - მაგდა პაპიძის დედისა და დის განცხადებები - მშობლები

"რამდენსაც ცუდს წერთ ჩემს დაზე, იმდენი მე მარტყამთ დანას ზურგში..." - მაგდა პაპიძის დედისა და დის განცხადებები

2016-02-20 08:37:02+04:00

"არც მე და არც ჩემს შვილს ასეთი ჩვენება არ მიგვიცია და ვუცხადებ უნდობლობას პროკურატურას..." პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების შემდეგ, რომელშიც დეტალურად იყო გადმოცემული სამხილები და მოწმეების ჩვენებები, მათ შორის, მაგდა პაპიძის დედისა და დის ჩვენებები, მკვლელობაში ეჭვმიტანილის ოჯახის წევრებმა საგანგებო განცხადებები გააკეთეს. პირველ რიგში, მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია გამოეხმაურა ამ განცხადებას:

"მე, ლია შამუგია, მაგდა პაპიძის დედა, გავეცანი მთელ ონფორმაციას, რაც დღეს გავრცელდა, ვგულისხმობ პროკურატურაში ჩემი და ჩემი შვილის ლანა პაპიძის ჩვენებებს, კერძოდ: ''ჩემი შვილი მაგდა იყო თავნება და რომ შვილს ცუდად ექცეოდა ''... მე დედა მაგდა პაპიძის, ვაცხადებ რომ ეს ინფორმაცია, რაც დღეს გავრცელდა (ვგულისხმობ ჩვენებებს) არის სიცრუე და არც მე და არც ჩემს შვილს ასეთი ჩვენება არ მიგვიცია და ვუცხადებ უნდობლობას პროკურატურას. ასევე ავღნიშნავ ჩემი შვილის ლანა პაპიძის მიცემულ ჩვენებას, რაშიც აშკარად დარღვეულია მიცემული რეალური ჩვენებები. რაც შეეხება ჩემი შვილის მაგდას მიერ ნაწარმოებ ე.წ ''დღიურს'', მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ მიუხედავად კალიგრაფიის ექსპერტიზის დასკვნისა, პროკურატურის მხრიდან, აღვნიშნავ, რომ ეს კალიგრაფია არ ეკუთვნის ჩემს შვილს მაგდა პაპიძეს, არის მიმსგავსებული და არანაირად არ ვენდობი ექსპერტიზის დასკვნებს. ამ მოვლენებით მე ვხედავ მიმდინარე საქმის გაყალბებას და არასწორი მსვლელობა ეძლევა პროცესს! ლია შამუგია".

mshoblebi

ამ ამბებს სოციალურ ქსელში და მედიაში ასევე აქტიურად ეხმაურება მაგდას და - ლანა პაპიძე. დედა-შვილის ფოტოებს, რომლებსაც ლანა ავრცელებს, ასეთი წარწერები აქვს:

"შენი ხმები მესმის დეიდუკა , ოთახებში მგონია დარბიხარ, ვერ ვძლებ, დეიდას სიცოცხლე, შენ მოგიკვდი. დეიდა, რა მწარეა ყოველი დღე უშენოდ, ჩემო დიდო სიყვარულო. მენატრები, მოირბინე ჩემთან და ერთად ვისეირნოთ, დეიდა"...

"5 წლის ქვრივი... უმძიმესი დიაბეტით.... შვილმკვდარი დედა, რომელიც წამებით და ცემით მოკლეს ფეხმძიმე... რამდენსაც ცუდს წერთ ჩემს დაზე, იმდენი მე მარტყამთ დანას ზურგში... ერთი-ორი თუ წყევლით, არა უშავს სამაგიეროდ ათასობით ხალხი უმაგრებს ლოცვებით ზურგს! მისი განკითხვით მე მაცლით ხორცებს. მტკივა, მაგრამ ვიტან, იმიტომ, რომ ცოცხალი მჭირდება ჩემი და. მის გამო ტყვიას დავუდგები! ვერასოდეს ეღირსებით ზოგიერთები მაგდას სიკვდილს! ჩემი დის და ჩემი თოკოს უბედურებაზე ბედნიერს არავის ვამყოფებ, ვფიცავარ თოკოს სულს!"

mshoblebi

ლანა პაპიძე

ლანა ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა ასევე მათ ოჯახზე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მათი მამის დაღუპვაში მათი დედის ხელი ერია და თითქოს ისიც მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი:

"მე როგორც მაგდას და, ვდებ ამ სიტყვებს, რომ განადგურებული ვარ და ვართ ჩვენი ოჯახი და გვარი ამ ტრაგედიით. ყველას, ვინც ჩემი დის ბავშვობაზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებს (მივმართავ ბაღელებს და კლასელებს), მე და ჩემი და გაზრდილები ვართ იდეალურ ოჯახში, მამა დაგვეღუპა ტრაგიკულად და რასაც მამაზე ავრცელებთ, ყველას გთხოვთ, თავი შეიკავოთ ტყუილი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, მამა ამირან (გალა) პაპიძე იყო თავგადაკლული მამა, დედა კი, ლია შამუგია, არის იდეალუი დედა. მე, როგორც მაგდას უფროსი და, ვარ განადგურებული ხალხო! და ჩემი და იყო იდეალური დედა და ცოლი. ვინც იცნობს ჩემს ოჯახს ყველამ იცოდა მაგდა როგორი კარგი დედა და მეუღლე იყო. ჩემი დის შვილი, ჩემი თოკო, ჩემი სიძე ომარი, გონებიდან არ გამომდის მათი თბილი დამოკიდებულება. ბოლოს ერთად რომ ვნახე სამივე.... მე და ჩემი გვარი... ოჯახი.... ყველანი ვართ ცოცხალი, მოსიარულე მკვდრები..."

mshoblebi

ამირან პაპიძე

"მამა, ნეტავი წამოგახედა, ჩვენს თავს რა ხდება (((. შენ ალბათ ხედავ, რა ჯოჯოხეთი დაგვატყდა თავს... შენ და დედამ მე და მაგდა როგორი მოვლით გაგვზარდეთ... მამა, ძალიან ცუდად ვარ..."