განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს მოწამვლა ბავშვებში ზაფხულობით საზამთროსგან გამოწვეული ინტოქსიკაციები ხშირია. განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს მოწამვლა ბავშვებში, რაც ზოგჯერ მომატებულ ალერგიულ მგრძნობელობას წლების განმავლობაში ტოვებს. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნება და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ საზამთრომ არ მოგვწამლოს.
საზამთრო ორი მიზეზის გამო იწვევს პრობლემებს:
1. მის დასამწიფებლად და გასამსხვილებლად დიდი რაოდენობით ნიტრატს იყენებენ, რაც მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
2. საზამთროდან ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ბაქტერიები ნაწლავურ ინფექციებს იწვევენ.
პირველი მიზეზის გამო უნდა ეცადოთ, რომ უზარმაზარი საზამთრო არ შეიძინოთ - მასში ნიტრატების შემცველობა ბევრად მაღალია. საშუალო და პატარა ზომის საზამთროები ამ თვალსაზრისით, შედარებით უვნებელია. უპირატესობა მიანიჭეთ იმ სავაჭრო ადგილებს, სადაც იცით, რომ პროდუქტს შესაფერის პირობებში ინახავენ.
რაც შეეხება მეორე მიზეზს - გაითვალისწინეთ, რომ საზამთროს შიგთავსი ყველანაირი ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალური გარემოა. სიტკბო და სისველე ბევრ ინფექციის გამომწევ მიკრობს ამრავლებს. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ გაჭრილი ან სხვა მიზეზით ზედაპირზე გადახსნილი საზამთრო. ერთი ბაქტერიაც რომ მოხვდეს შიგნით, ის ძალიან სწრაფად გამრავლდება და ჯანმრთელობისთვის საშიში გახდება.
არავითარ შემთხვევაში არ გაჭრათ გაურეცხავი საზამთრო - ის მიწის ზედაპირზე იზრდება, ნიადაგთან შეხების გამო კი მის ზედაპირზე ბევრი მიკროორგანიზმი სახლობს, რაც ასევე საშიშია ჯანმრთელობისთვის. უმჯობესია, თუ საზამთროს გამდინარე წყალში საპნითაც გარეცხავთ.
თუ ძალიან მსხვილი და ოდნავ მოყვითალო კურკები აქვს, ეს იგი ქიმიურად არის გამდიდრებული. შეგიძლიათ მარტივი ტესტიც ჩაატაროთ - საზამთროს რბილობი ერთი წუთით წყლით სავსე ჭიქაში მოათავსეთ. თუ წყალმა ფერი შეიცვალა, ესე იგი ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. თუ წყალი მხოლოდ აიმღვრა, - "სუფთაა".
თუ იგრძენით, რომ თავს არ გრძნობთ კარგად საზამთროს მირთმევის შემდეგ, ზომები მალევე მიიღეთ - სოდიანი წყალი, ნახშირი საუკეთესო საშუალებებია. და რა თქმა უნდა, ექიმის კონსულტაცია.