არც ცოტაა ასეთი გოგონების რიცხვი, რომელნიც თავს ამოიცნობენ ამ ამბებში გოგოსთვის ძალიან ხშირად, მამა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ცხოვრებაში. ბევრი გოგონა სწორედ მამის მაგალითით არჩევს მომავალ ქმარს. თუმცა არის კი ყოველთვის მამა ისეთი სამაგალითო? ხშირად მამაკაცები ძალიან გვიან აცნობიერებენ, რამდენი დრო დაკარგეს ფუჭად და რა ცოტა დრო დაუთმეს შვილების აღზრდას. ხანდახან ისინი შვილებს დესპოტებად და მოძალადეებადაც ევლინებიან... ეს ყველაფერი კი პირდაპირ ახდენს გავლენას მათ მომავალზე. ამ შემთხვევაში, ჩვენ გოგონას მომავალზე ვსაუბრობთ.
სანამ ვისაუბრებთ წყენის შესაძლო შედეგებზე, საჭიროა გონებაში აღიაროთ, რომ მამამ ოდესღაც მოგაყენათ სულიერი ტკივილი და თქვენ მას ეს საქციელი არ აპატიეთ. საბედნიეროდ, ყველას არ ეხება ეს, თუმცა საუბედუროდ, არც ცოტაა ასეთი გოგონების რიცხვი, რომელნიც თავს ამოიცნობენ ამ ამბებში.
ზოგიერთი ქალი თვლის, რომ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და შესაბამისად არც არიან მამაზე ნაწყენები, მაგრამ ფსიქოლოგთან მუშაობის პროცესში აღმოჩნდება, რომ მამა არც აქცევდა მას დიდ ყურადღებას ბავშვობაში, არ ინტერესდებოდა მისი პრობლემებით, არ მონაწილეობდა მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფსიქოლოგიური პრაქტიკის გამოყენების შემდეგ, წარსულში დაბრუნების დროს წამოტივტივდება ის ტკივილი, რომელიც განიცადა ბავშვობის ასაკში.
მოდით გავერკვეთ, რა შედეგამდე შეიძლება წყენამ, თუ მას არ დავივიწყებთ:
1. წყენა უყურადღებობაზე
თუ მამა ცოტა დროს, ყურადღებას, სიყვარულსა და მზრუნველობას უთმობს შვილს (გოგონას), ის ვერ გრძნობს მამის სიყვარულს. როგორც კი წამოიზრდება, გოგონა შეეცდება სიყვარულისა და ყურადღების კომპენსირებას იმ მამაკაცთან, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მისთვის. როგორც წესი, ეს გამოიხატება ნაადრევ სიყვარულში, გატაცებასა და ლტოლვაში. ქვეცნობიერად ის ისწრაფვის დაუმტკიცოს თავის თავს, რომ ღირსია უყვარდეთ, თუმცა მას მაინც ბოლომდე არ სწამს ამისი. ვინ იცის, სადამდე მიიყვანს სასურველი სიყვარულის ძიება... ფსიქოლოგიური ტრავმა, რაც გამოიწვია მამის საქციელმა, აიძულებს გოგონას ეშინოდეს სიმარტოვის და ის მზად იქნება ყველაფრისთვის, რათა არ იყოს მარტო.
ასეთ სიტუაციაში ზედმეტია საუბარი ქალურ ბედნიერებასა და სიმშვიდეზე. ერთადერთი, რაც გახსნის ამ შეკრულ წრეს, არის პატიება მამისა და მისი მიღება ისეთის, როგორიც იყო და არის.
2. წყენა სისასტიკეზე
თუ მამა იყო სასტიკი შვილის ან მეუღლის მიმართ, გოგონას ბავშვობიდან უგროვდება სიბრაზე (ბოროტება) მამის მიმართ, რომელიც გადაიზრდება დამღუპველ წყენაში.
რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას? მოზრდილ ასაკში, მომავალი მეუღლის ძიებაში (რომელიც იქნება სრულიად საპირისპირო მამის პროტოტიპისა) ის მიიზიდავს თავისკენ სასტიკ მამაკაცებს. რატომ? იმიტომ, რომ მის ქვეცნობიერში მამის მაგალითზე ჩამოყალიბდა ზოგადად კაცის პროტოტიპი. შეგნებულად გოგონა განიცდის შიშს იმის გაფიქრებაზეც, რომ შესაძლოა მისი მომავალი მეუღლეც ისეთივე სასტიკი ადამიანი იყოს. ამ შიშით ქვეცნობიერში ჩამოყალიბებული შეხედულება მხოლოდ მძაფრდება, ძლიერდება და სამყარო „სთავაზობს“ მამის „პროტოტიპს“ ქმრად. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ გოგონა არ აპატიებს მამას.
3. წყენა თავისუფლების შეზღუდვაზე ან გადაჭარბებული ზრუნვა
ეს არის პირველი პუნქტის საწინააღმდეგო ქმედება - ის, რაც უკვე განვიხილეთ. ამ შემთხვევაში გოგონა ისწრაფვის რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს მამის ზედმეტი მზრუნველობისაგან ან თავისუფლების შეზღუდვისაგან. მას სურს თავისუფლად ამოისუნთქოს და თქვას: “ბოლოს და ბოლოს - თავისუფალი ვარ“.
რა შედეგი მოჰყვება ამას? ის დიდი ხნის განმავლობაში ვერ იპოვის მეწყვილეს, რადგან აქვს ქვეცნობიერი თავისუფლების შეზღუდვის შიში. შეიგრძნობს ის ქალურ ბედნიერებას?- რა თქმა უნდა, ვერა.
გამოსავალი? - პატიების მეშვეობით მამაზე წყენისგან გათავისუფლებაა.
ყველა გზა მიდის პატიებისკენ. თქვენი გადასაწყვეტია: იცხოვროთ წყენით გულში, თუ აპატიოთ... ხოლო მამებს, რომლებიც ახლა ზრდიან შვილებს, გამოადგებათ ამგვარი სტატიები, მეტად დაფიქრდნენ და მეტი პოზიტივი დაუტოვონ შვილებს სამომავლოდ, რომ საპატიებელი არაფერი ჰქონდეთ.