დაუმზადეთ პატარებს "ნუთელა" შინ – უმარტივესი რეცეპტი - მშობლები

დაუმზადეთ პატარებს "ნუთელა" შინ – უმარტივესი რეცეპტი

2016-02-29 08:37:24+04:00

ისინი კმაყოფილები იქნებიან, თქვენ კი გულს დაიმშვიდებთ, რომ ჯანსაღ საკვებს აძლევთ ბოლო დროს სულ უფრო აქტუალური ხდება შინ დამზადებული ტკბილეულობა, იმდენად ბევრ ცუდს ამბობენ მაღაზიების დახლებზე გამოტანილ მრავალფეროვან და თვალის მომჭრელ პროდუქტებზე. "ნუთელა", "ნუსა", "შოკი-მოკი" და ამგვარი, პურზე გადასასმელი ტკბილი შოკოლადი ბავშვებს ძალიან უყვართ, თუმცა მათზეც ხშირად გვესმის ბევრი ნეგატივი – ზოგი ემულგატორს შეიცავს ბევრს, ზოგში დიდი დოზით კონცეტრატია ან გენმოდიფიცირებული პროდუქტებია გამოყენებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკმაოდ ძვირიცაა. ამიტომ მართლაც ჯობს, შინ დაუმზადოთ ამგვარი ტკბილეულობაც. ისინი კმაყოფილები იქნებიან, თქვენ კი გულს დაიმშვიდებთ, რომ ჯანსაღ საკვებს აძლევთ.

მაშ ასე, საჭირო მასალა:

რძე - 4 ჭიქა

თხილი (ან არაქისი) – 3-4 სუფრის კოვზი

შაქარი – 3 ან 4 ჭიქა

ფქვილი – 4 სუფრის კოვზი

მუქი კაკაოს ფხვნილი – 6 სუფრის კოვზი

კარაქი – 200 გრამი

მარილი – ნახევარი ჩაის კოვზი

მომზადება

ჯამში მოათავსეთ შაქარი, კაკაო და ფქვილი. შემდეგ ნელ-ნელა, მცირე პორციებით ჩაასხით რძე და აურიეთ ისე, რომ არ აკორკოშდეს. შეგიძლიათ, ცოტა ვანილიც შეურიოთ, არომატისთვის.

მას მერე, რაც რძეს მთლიანად ჩაასხამთ, ჯამის შიგთავსი ქვაბში გადაიღეთ და ცეცხლზე შემოდგით. ნელ ცეცხლზე იდგეს, თან გამუდმებით ურიეთ, რომ არ მიიწვას. მიიყვანეთ ადუღებამდე.

დაუმატეთ ბლენდერში ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული თხილი, კარაქი, მარილი და ისევ აურიეთ.

ნელ ცეცხლზე იდგეს, სანამ არ შექსქელდება, თან მუდმივად ურიეთ.

მომზადებული ნაზავი გააგრილეთ, თავსახურიან ქილაში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ.