ყოველ დილით დედა გოგონას ახლებურად უწნავს თმას პატარა ავსტრალიელ გრეის გიფორდს ძალიან გაუმართლა - დედამისი შელი გიჟდება თმის დაწვნაზე. და ეს მარტო ნაწნავები კი არ არის, ნამდვილი ხელოვნებაა და გრეისი ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურება. ყოველ დილით დედა გოგონას ახლებურად უწნავს თმას და შემდეგ ფოტოებს სოციალურ ქსელში ათავსებს. აქ მას უკვე ასი ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
როგორც შელი ამბობს, ჯერ კიდევ პაწაწინა იყო გრეისი, როცა თმის დაწვნა დაიწყო. გოგონა ისე მიეჩვია, რომ სეუძლია, საათზე მეტი მშვიდად იჯდეს და ელოდოს, სანამ დედა დაასრულებს მორიგ "შედევრს".
ძირითადად, დაწვნას 15-20 წუთს ანდომებს. ამბობს, რომ ყოველთვის უყვარდა ეს საქმიანობა, თუმცა როდესაც სოციალურ ქსელში მოწონება დაიმსახურა, კიდევ მეტი ენთუზიაზმით შეუდგა.
ნაწნავების დაწვნამ უკვე მოგებაც მოუტანა - შეკვეთებს იღებს ქორწილებისა და სხვა ზეიმებისთვის.