სკანდალური ვიდეო, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა ამ ქორწილმა მართლა აალაპარაკა საზოგადოება. 17 წლის გოგონა – ლუიზა გოილაბიევა ჩეჩნეთის ძალოვანი სტრუქტურის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, მასზე გაცილებით ასაკოვან, 48 წლის ნაჟუდ გუჩიგოვს გააყოლეს. ჩეჩენი პოლიციელის პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის საინტერესო იმიტომ გახდა, რომ ჯერ ერთი, ეს მისი მეორე ქორწინებაა – ანუ გოგონა მისი მეორე ცოლი გახდება (ჩეჩნეთში არსებული მრავალცოლიანობის ტრადიციის თანახმად), პირველ ცოლთან საქმროს პატარძალზე უფროსი ვაჟი ჰყავს.
გოგონა, რომელსაც უკვე უწოდეს თანამედროვე "კავკასიელი ტყვე ქალი", არასრულწლოვანია და რაც მთავარია, ქორწილის კადრებში ნათლად ჩანს, რომ ნებაყოფლობით არ დგამს ამ ნაბიჯს. გოგონას მთელი ცერემონიის განმავლობაში არც ერთხელ არ გაუღიმია და არც ნეფისკენ არ გაუხედავს, ის რობოტივით, თითქოს ძალით მიჰყავთ ხელის მოსაწერად, რამაც სერიოზული ეჭვი გააჩინა, რომ რაღაც პრეპარატების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ამ ქორწინების მომხრე იყო რამზან კადიროვი, რომელმაც ქორწილში „ლეზგინკაც“ იცეკვა და საზოგადოება დაარწმუნა, რომ გოგონა "კარგ ბედში ჩავარდა".
ასევე იხილეთ: როგორ ათხოვებენ 5 წლის ბავშვებს - შოკის მომგვრელი აზია