"ნახე რა, რამდენი ხანია გააჩინა და რამხელა მუცელი აქვს კიდევ!" ტომი და ჯოვანა ფიშერები ბედნიერი წყვილია. სულ რამოდენიმე ხნის წინ კი მათი კავშირი უფრო გამყარადა. ორი კვირის წინ ჯოვანა პატარა ბაზის დედა გახდა. მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მშობიარობიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჯოვანის არასასიამოვნო რამ შეემთხვა. ქუჩაში მას მიუახლოვდა უცნობი კაცი და დასცინა, მიუთითა მუცელზე, რომელიც მშობიარობის შემდეგ დარჩა გოგონას. ამ შემთხვევამ საოცრად იმოქმედა ჯოვანიზე და თავის ბლოგში პასუხი გასცა უტაქტო ადამიანს.
"მშობიარობიდან მე-11 დღეს ქუჩაში უცნობი მამაკაცი მომიახლოვდა. მან უზრდელად გამოიშვირა ხელი ჩემი მუცლისკენ და თქვა: "ნახე რა, რამდენი ხანია გააჩინა და რამხელა მუცელი აქვს კიდევ!" შოკირებული ვიყავი და ვერაფერი ვუპასუხე, მხოლოდ ნერვიულად გავიღიმე. გაოგნებული ვიყავი, როგორ უცერემონიოდ გამოთქვა უცნობმა თავისი აზრი"!
დიახ, დამრჩა მუცელი მშობიარობის შემდეგ. ეს მუცელი მთელი 9 თვის განმავლობაში იცავდა ჩემთვის ყველაზე ძვირფასს, ჩემს პატარას. როდესაც ჩემი სხეული დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას, ყოველთვის სინაზით გამახსენდება ჩემი მუცელი, რომელშიც ჩაისახა და გამოიზარდა ახალი სიცოცხლე. ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი სხეულის იმისთვის, რომ მაჩუქა სიყვარულისა და სიხარულის საწყისი - ჩემი ბიჭუნა!"
ჯოვანას პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ასობით ადამიანმა მოიწონა და გამოთქვა თავისი აზრი.