სამარხვო ნამცხვარი ანა კოსტავას რეცეპტით - მშობლები

სამარხვო ნამცხვარი ანა კოსტავას რეცეპტით

2016-03-18 04:01:26+04:00

გემრიელი და სურნელოვანი ნამცხვარი საჭირო მასალა:

150 მლ. ზეთი;

300 მლ. წყალი;

3 ჩ/კ ნალექიანი ყავა;

1,5 ჭიქა შაქარი;

1-2 ცალი ვანილი;

2 ს/კ კაკაო;

1 ჩ/კ სოდა-ძმრით;

3 ჭ. ფქვილი(250 გრამიანი ჭიქა იგულისხმება)

მომზადების წესი:

300 გრამ წყალში გავხსნათ 3 ჩ/კ ნალექიანი ყავა და წამოვადუღოთ;

ერთმანეთში ავურიოთ შაქარი, ვანილი, კაკაო, და ფქვილი, შემდეგ დავასხათ წინასწარ მომზადებული ყავა, ზეთი, სოდა-ძმრით და ხის კოვზის დახმარებით შევაზილოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში.

მიღებული ცომის მასა მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე.

კექსს სურვილისამებრ თავზე მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.