ეს რჩევები ქალბატონებს ექსტრემალურ შემთხვევებში ძალიან გამოადგებათ - მშობლები

ეს რჩევები ქალბატონებს ექსტრემალურ შემთხვევებში ძალიან გამოადგებათ

2016-03-24 05:08:55+04:00

მოუხერხებელი ქუსლიანი ფეხსაცმელი, შელახული ბიუსტჰალტერი, დაბურძგნული ტანსაცმელი და ა.შ. - როგორ გავუმკლავდეთ? ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ინფორმაცია ხშირად დაგიცავთ უსიამოვნებებისა და დისკომფორტისგან. მოუხერხებელი ქუსლიანი ფეხსაცმელი, შელახული ბიუსტჰალტერი, დაბურძგნული ტანსაცმელი. ეს პრობლემები ყველა ქალს ქონდა და ექნება, თუმცა ჩვენი დახმარებით თქვენ ძალიან მარტივად და სწრაფად შეძლებთ მათთან გამკლავებას.

საპარსი ქაფი

საპარსი ქაფი შესანიშნავი ლაქების ამომყვანი საშუალებაა. ძალიან კარგად ებრძვის ტომატის წვენის, კოსმეტკური საშუალებების ასევე ცხიმიან ლაქებს. დაადეთ ცოტაოდენი ქაფი ლაქიან ადგილს, გაუსვით ხელი და გარეცხეთ.

mshoblebi

სარეცხის სამაგრი

ჩვეულებრივი სარეცხის სამაგრის მეშვეობით ყურსასმენებს კომპაქტურად და აკურატულად ტარებასა და შენახვას შეძლებთ. ის არ აგებურდებათ და მისი გაშლა ნერვებს აღარ მოგიშლით.

mshoblebi

ფრჩხილების გამჭირვალე ლაქი

გაფუჭებული, ბოლოებგაყოფილი ფეხსაცმლის თასმა ძალიან ხშირად აღიზიანებს ნებისმიერ ადამიანს. ცადეთ და ასეთ გაყოფილბოლოიან თასმას ბოლოზე გადაუსვით ფრჩხილების გამჭირვალე ლაქი და თქვენი პრობლემა უმარტივესად მოგვარდება.

mshoblebi

ეს კი ძალიან კარგი გამოსავალია, ზედმეტი ოფლის და უხერხულობის თავიდან ასაცილებლად

ქალბატონები ხშირად აწყდებიან ამ პრობლემას ამოღებული კაბების ჩაცმის დროს, როდესაც ბიუსტჰალტერის ბრეტელებს ვერსად მალავენ. აბა, სცადეთ და ბიუსტჰალტერი ბრეტელების გარეშე მიაკერეთ კაბას, ეს დისკომფორტსაც მოგიხსნით და კაბასაც ლამაზად მოირგებთ.

mshoblebi

ასევე გირჩევთ ასეთი პატარა სამაგრით დაიმაგროთ მაისური, რათა შიდა თეთრეული ცუდად არ გამოგიჩნდეთ, განსაკუთრებით მოსახერხებელი და საჭიროა ეს სავარჯიშო დარბაზში.

mshoblebi

mshoblebi

აი, როგორ შეგიძლიათ გაფუჭებული ბიუსტჰალტერის პრობლემის მოგვარება გამოუვალ მდგომარეობაში, თუ სამოგზაუროდ ხართ წასული ან უბრალოდ ხელთ არ გაქვთ სათადარიგო.

mshoblebi

ჩვეულებრივი საპარსი მოწყობილობა დაგეხმარებათ აბურძგლული ტანსაცმლის მოწესრიგებაში.

mshoblebi

ახლა კი გასწავლით, რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ ახალი ნაყიდი ფეხსაცმელი ცოტათი ვიწრო გამოდგა და მოგიჭირათ. პოლიეთილენის პარკი გაავსეთ წყლით და ჩადეთ ფეხსაცმელში, შემდეგ კი ერთი ღამით შედეთ საყინულეში. მეორე დღეს ფეხსაცმელი აღარ მოგიჭერთ.

mshoblebi

ეს რჩევა კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულებს გამოადგებათ. თუ მესამე და მეოთხე თითებს ერთმანეთს მიატყუპებთ და პლასტირით ან სკოჩით დაიმაგრებთ, თქვნი სიმძიმე ისე გადანაწილდება, რომ ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების დროს არც ფეხი დაგეღლებათ და სიარულის პროცესიც უფრო მოსახერხებელი გახდება.

mshoblebi

თხელ კაპრონის წინდებს ამგვარად თუ ჩაიცვამთ, ზაფხულის ამოღებული ფეხსაცმელი ფეხს ვეღარ გატკენთ და არც გამოჩნდება.

mshoblebi

ასეთი ბალიშიანი წინდები კი დაგიცავთ საშინელი დისკომფორტისგან, რომელიც გარდაუვალია მთელი დღე ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების შემთხვევაში.

mshoblebi

როცა ლენტების გროვაში გიჭირთ ხოლმე სასურველის მოძებნა, ეს კარგი გამოსავალია.

mshoblebi

ასე არ დაგეკარგებათ საჭირო ნივთები.

mshoblebi