მარტო მატერიალურ მხარეზე ზრუნვა კარგ მშობლად ვერ გვაქცევს... რას ნიშნავს იყო დედა? თავიდან შეიძლება ყველა ვერ აცნობიერებდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ვხვდებით, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
ბავშვისთვის მხოლოდ კვების, ტანსაცმლის და სწავლის უზრუნველყოფა არ არის მთავარი, ანუ მარტო მატერიალურ მხარეზე ზრუნვა კარგ მშობლად ვერ გვაქცევს.
ძალიან მნიშვნელოვანია როგორ აღვზრდით პატარას, შთავაგონებთ თუ არა მას დაბადებიდან ადამიანების სიყვარულს, პატივისცემას, ჰუმანურობას, თუ გავზრდით უზრდელ, ეგოისტ და თავკერძა არსებად.
რა სჭირდება ბავშვს?
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მშობლების ყურადღებაა. ხშირად, როდესაც დედ-მამას დრო არ აქვს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ბავშვის აღზრდაში, პატარები ძიძებს ეჩვევიან და გასაკვირიც არ არის, რომ აღმზრდელების ხასიათი და ჩვევები მათ საქციელში აისახება, რაც შემდეგ მშობლების გაღიზიანებს იწვევს.
განსხვავდება დედების კატეგორიებიც, ზოგს შეუძლია თვეობით არ ნახოს შვილი და ამას დიდ პრობლემად ვერ აღიქვამდეს, ზოგისთვის 2 დღეც კი საუკუნედ იქცევა ხოლმე და მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვებს დიდი დრო დაუთმონ.
ამჯერად ყურადღება იმ დედებზე მინდა გავამახვილო, რომლებიც შვილებს ტოვებენ. დიახ, პირდაპირი გაგებით ტოვებენ. ჩემი ერთ-ერთი ახლობელი დედამ 7 წლის ასაკში დატოვა მამასთან, თვითონ კი უცხო ქვეყანაში გათხოვდა. მას შემდეგ შვილთან ტელეფონითაც კი არ უსაუბრია.
ხშირად წამიკთხავს სტატიები დედობრივ ინსტიქტზე, იმაზე, რომ ზოგს აქვს ეს განცდა ზოგს - არა. ერთისთვის შეიძლება პრიორიტეტული ყოველ პარასკევს მეგობრებთან ერთად გართობა და კლუბში ხშირად სიარული იყოს, მეორეს კი ბავშვთან ერთად ზღაპრების კითხვა და თამაში ერჩივნოს, ესეც ალბათ ხასიათზეა დამოკიდებული და ყველას გაგება შეიძლება რაღაც მომენტში, მაგრამ ვინ არის ქალი, რომელიც შვილს ტოვებს კაცის ან თუნდაც კარიერის გამო, მიზეზს არა მგონია, არსებით მნიშვნელობა ჰქონდეს... სულ მაინტერესებდა, რა ხდება ამ დროს მათ თავებში? განაგრძეთ კითხვა