ორპირი საკმაოდ ვერაგი საფრთხეა გაზაფხულზე, ამინდი ყოველ საათში იცვლება, რაც სხვადასხვა დაავადების მიზეზად იქცევა ხოლმე. მსუბუქი სურდოს გარდა, რომელისგანაც ერთ კვირაში გათავისუფლდებით, სხვა პრობლემებიც შეიძლება განვითარდეს.
მალთაშორისი ნევრალგია
როგორც ექიმები ამბობენ, მალთაშორისი ნევრალგია გაზაფხულის დაავადებაა. უმნიშვნელო ორპირი ქარი და ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება სუნთქვისას და სხვა არასასიამოვნო სიმპტომები გარანტირებული გექნებათ.
ყურის ანთება
ყურის გაცივებამ, განსაკუთრებით პატარებში, შეიძლება გამოწვიოს ოტიტი და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები, რომლებიც ბავშვს მშვიდი ძილისა და ჭამის საშუალებას არ მისცემს. პედიატრები რჩევით, ყურებს არამატო ბავშვები არამედ, დიდებიც უნდა გაუფრთხილდნენ. ამისათვის, სეირნობისას აუცილებლად იქონიეთ თან ქუდი ან სნუდი.
პიელონეფრიტი
წელის ზონის გაცივებისას თირკმლების პათოლოგია შეიძლება განვითარდეს. ხშირად ეს დაავადება ქრონიკულ ფორმას იღებს და ადამიანს უამრავ საზრუნავს უჩენს.
სამწვერა ნერვის ანთება
ერთი შეხედვით ნიავი საშიშროებას არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ნევროლოგთან ვიზიტი, ნემსები, ტკივილგამაყუჩებლები, მასაჟი და სხვა სამკურნალო პროცედურები გელით სამწვერა ნერვის ანთების დროს.
სასუნთქი გზების დაავადება
რინიტი, სინუსიტი, ტრაქტეიტი, ბრონქიტი და სხვა უამრავი დაავადება შეიძლება განვითარდეს ორპირი ქარის დროს, რომელიც ასუსტებს ორგანიზმს და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს.
სანამ იტყოდეთ: არ მეშინია ორპირი ქარის, დაფიქრდით, რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ოთახის განიავებასას.