მის გამოსვლას მქუხარე აპლოდისმენტები ახლდა თან. ყველა გაოგნდა მისი ნებისყოფით, სიმამაცით ნიუ-იორკის მოდის კვირეული სამუდამოდ დაამახსოვრდება მაყურებელს. ღონისძიების დროს პოდიუმზე მსოფლიო მოდელიერების ქმნილებების ნახვა შეიძლებოდა, ყველაზე ცნობილი მოდელიერების მიერ წარმოდგენილი. თუმცა ამდენი სიკაშკაშის და ლამაზი გოგონას მიუხედავად, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც სულ სხვა ადამიანმა მოახდინა - 32 წლის ამერიკელმა კარენ კრესპომ.
კარენი პირველად მოხვდა მსგავს ღონისძიებაზე. ცოტა ხნის წინ არც კი უფიქრია სამოდელო ბიზნესზე. მშობლიურ კალიფორნიაში ექთნად მუშაობდა და კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით...
მაგრამ 2011 წელს ტრაგედია მოხდა... კარენი ბაქტერიული მენინგიტის მძიმე ფორმით დაავადდა. თავიდან იფიქრა, რომ ჩვეულებრივი გრიპი იყო, ამიტომ ექიმთან არც მისულა. მაგრამ სამი დღის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამწუხაროდ, იმ დროისთვის დაავადება უკვე შორს წასულოყო. კარენი კომაში ჩავარდა, 15 დღე ამ მდგომარეობაში იყო. ამასობაში ქსოვილის ნეკროზი დაიწყო, რის გამოც ქალს ოთხივე კიდური მოაჭრეს... გარდა ამისა, კარენმა დაკარგა ცხვირი და ზედა ტუჩი...
ექიმებმა სასწაულებრივად გადაარჩინეს კარენი, თუმცა ის დაინვალიდდა. "როცა გავიგე, რომ ხელ-ფეხის გარეშე დავრჩი, სასოწარკვეთილი ვიყავი. უბრალოდ, სიცოცხლე აღარ მინდოდა!" - ამბობს კარენი.
ერთ წელზე მეტი დასჭირდა, რომ ჭრილობები შეხორცებულიყო და პროთეზის გაკეთება შესძლებოდა. კარენი ამბობს, რომ დროდადრო თავს მანეკენად გრძნობს, რადგან მისი სხეულის 40 პროცენტი პლასტიკური იმპლანტებისგან შედგება.
"არა მარტო სიარული ვისწავლე თავიდან, არამედ სრულიად ელემენტარული რამეებიც. კოვზით ჭამაც კი მიჭირდა და ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ მივჩვეოდი ამ ყველაფერს".
გარდა ამისა, კარენს რამდენიმე პლასტიკური ოპერაციაც დასჭირდა სახის ნაწილების აღსადგენად. თანდათან აქტიურ ცხოვრებასაც დაუბრუნდა...
ცოტა ხნის კარენის ამბავი ცნობილმა მოდელმა კერი ჰამერმა შეიტყო და შესთავაზა, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოსულიყო. კერი ცნობილია თავისი დევიზით: "ნამდვილი სილამაზე არ არის შეზღუდული ფორმითა და ზომით". მის ჩვენებაში უკვე მიუღიათ მონაწილეობა უჩვეულო მოდელებს, მათ შორის, ინვალიდის ეტლითაც კი.
ახლა კი კარენის ვარსკვლავური საათი დადგა. მის გამოსვლას მქუხარე აპლოდისმენტები ახლდა თან. ყველა გაოგნდა მისი ნებისყოფით, სიმამაცით. თავად კი ამბობს, რომ ამ გამოსვლამ თავდაჯერება შემატა და ძალიან გაახარა.