გაამრავალფეროვნეთ სამარხვო მენიუ საჭირო მასალა:
150 მლ. ზეთი;
300 მლ. წყალი;
2 ჭიქა შაქარი;
1-2 ცალი ვანილი;
1 ლიმონის ცედრა (ანუ დახეხილი კანი);
1 ჩ/კ სოდა-ძმრით;
3 ან 3,5 ჭ. ფქვილი (250-გრამიანი ჭიქა იგულისხმება);
3-4 ცალი ვაშლი.
მომზადების წესი:
ერთმანეთში ავურიოთ შაქარი, ვანილი, ლიმონის ცედრა და ფქვილი, შემდეგ დავასხათ თბილი წყალი, ზეთი, სოდა-ძმრით და ხის კოვზის დახმარებით შევაზილოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში.
ცომის მასა მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში და თავზე დავაწყოთ დაჭრილი ვაშლი.
გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე.
ნამცხვარს სურვილისამებრ თავზე მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.