სამორი ბალდეს და მისი დიზაინერი მეუღლის ამერიკული ცხოვრება - მშობლები

სამორი ბალდეს და მისი დიზაინერი მეუღლის ამერიკული ცხოვრება

2016-04-01 09:09:12+04:00

"უკეთეს მეუღლეს ვერც ვინატრებდი..." სოფო ბარნოვი პროფესიით ტექსტილის დიზაინერია, თუმცა მინანქარშიც ულამაზესი ნამუშევრები აქვს. ძალიან უყვარს თავისი საქმიანობა, ინტენსიურად მუშაობს, აწყობს გამოფენებს. ის ქართველი მაყურებლისთვის კარგად ცნობილი ტელესახის, სამორი ბალდეს მეუღლეა. წყვილი ამჟამად ნიუ-იორკში, ბრუკლინში ცხოვრობს. სოფო ამბობს, რომ ამერიკა ადამიანს საშუალებას აძლევს, საკუთარ პროფესიაში მეტად განვითარდეს, ახალი და საინტერესო კონტაქტები დაამყაროს, მეტი ცოდნა მიიღოს და სხვასაც გაუზიაროს. მოკლედ, ეს ქვეყანა იქ მყოფებს მრავალფეროვან პერსპექტივას სთავაზობს და ბოლოს და ბოლოს, აძლევს შანსს, საკუთარი თავი გამოსცადოს.

- პროფესიით ტექსტილის დიზაინერი ხარ, თუმცა ძალიან მომეწონა მინანქარში შესრულებული შენი ნამუშევრებიც...

- დიდი მადლობა... როგორც აღნიშნეთ, ტექსტილის დიზაინერი ვარ, თუმცა ბავშვობიდან მხოლოდ ეს სფერო არ ყოფილა ჩემი ინტერესის საგანი, ასევე ძალიან მიყვარს ფერწერა, არქიტექტურა, გრაფიკა, ინტერიერის დიზაინი და ხელოვნების არაერთი დარგი. 14 წლის ვიყავი, როცა მინანქარი მე და ჩემს მეგობარს მისმა უფროსმა ძმამ გვასწავალა, რომელიც არაჩვეულებრივი მოქანდაკეა, მას შემდეგ ვმუშაობ საიუველირო კუთხითაც და დღემდე ვაკეთებ საინტერესო აღმოჩენებს, რაც ამ პროფესიის სიღრმეზე მეტყველებს. სიმართლე გითხრათ, მიჭირს ერთი კონკრეტული პროფესიის ამორჩევა, რადგან ტექსტილის დიზაინიც და მინანქარზე მუშაობაც უზომოდ დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ორივე განხრა შრომისმოყვარეობას და მუდმივ ძიებას მოითხოვს. ის ფაქტი, რომ ჩემმა ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა, მახარებს.

- შენი მეუღლე საქართველოში კარგად ცნობილი, ნიჭიერი ადამიანი სამორი ბალდეა. რამდენი ხანია, ერთად ხართ? როგორი მეუღლეა? გეხმარება საქმიანობაში?

- 5 წელია მე და სამორი ერთად ვართ, 2 წლის წინ კი დავქორწინდით. უკეთეს მეუღლეს ვერც ვინატრებდი... პროფესიაში ყველანაირად ხელს მიწყობს, მეხმარება და ჩემი საუკეთესო მეგობარია. როგორც ამბობს, ჩემი ნამუშევრები მოსწონს. არასდროს არიდებს თავს აზრის გამოთქმას, რაც ძალიან მახარებს.განაგრძეთ კითხვა