"ცუდად მჭამელი ბავშვი" ლამის ყოველი მეორე ოჯახის პრობლემაა. უჭმელობის მიზეზი ძალიან ბევრია და გამოსავალიც სხვადასხვაგვარია. ბავშვის უმადობასა და უჭმელობაზე პედიატრმა, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ყარამან ფაღავამ გადაცემა "პირად ექიმში" მარი მალაზონიასთან ისაუბრა.
რიტუალები კვების დროს-თამაში, კომპიუტერი, მულტფილმები
დაბადების დღიდან დასწავლული ჩვევები, უმეტეს შემთხვევაში განსაზღვრავს ადამიანის მოთხოვნებს ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე. კვებითი ჩვევები ბავშვებს დაბადებისთანავე უყალიბდება, ამიტომ პირველივე დღიდან უნდა ვეცადოთ, მავნე ჩვევები არ ჩამოვუყალიბოთ. დიდ როლს თამაშობს მშობლების მაგალითები. თუ მამა ან დედა სადილის დროს გაზეთს კითხულობს , ტელევიზორს უყურებს, ეს მაგალითი ხდება ბავშვისთვის და თვითონაც იგივეს გაიმეორება - არ შეჭამს საკვებს რიტუალების, გართობის, კომპიუტერის ყურების გარეშე. აუცილებელია შვცვალოთ კვების მიღების ეს წესი. მინდა ავღნიშნო, ეს წესი არ იწვევს რაიმე დაავადებას, მაგრამ მონელებისთვის და სისხლის მიმოქცევისთვის უკეთესია კვებისას კონცენტრაცია მხოლოდ საკვებზე მოხდეს. შეუქმენით სასიამოვნო, მშვიდი გარემო. კვებამ არ უნდა მიიღოს მოვალეობის მოხდის სახე.
ტკბილეული - ბავშვის უმადობის მიზეზი.
დაახლოებით 10 წლის წინ საქართველოს მოზარდებში გამოკითხვა ჩავატარეთ. გასაოცარი შდეგები მივიღეთ, ხილს არ ჭამენ ჩვენი მოზარდები. სამაგიეროდ უყვართ იოგურტი. როგორ ფიქრობთ ხილი უფრო სასარგებლოა თუ იოგურტი. თუ მაინც და მაინც იოგურტზე შეაჩერებთ არჩევანს, ეს უდა იყოს უშაქრო. შოკოლადი, ნამცხვარი, სხვადასხვა ტკბილეული ცუდი საკვები არ არის, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ეს ბავშვის პირველი მტერია. თუ ბავშვი ჭარბწონიანია, საერთოდ უნდა აეკრძალოს ტკბილეული. თუ დაბალი წონა აქვს, შესაძლებელია მივცეთ ტკბილეული, ოღონდ საკვების მიღების შემდეგ, როგორც კალორაჟის მომმატებელი. საკვების მიღებამდე ბავშვის დაჯილდოვება, რომ შემდეგ საჭმელი ჭამოს, არ შეიძლება. ასეთი ვაჭრობა ჭამასთან დაკავშირებით, ყოვლად დაუშვებელია. ვიმეორებ: ხილი, ტკბილეული, შოკოლადი შესაძლებელია მხოლოდ საკვების მიღების შემდეგ, ან კიდევ უკეთესია, თუ უფრო მოგვიანებით მიირთმევენ. თუ მშობელი საკვების მიღების ნაცვლად წაახალისებს იმ პროდუქტებით, როგორიცაა ჩიფსი, პოპ კორნი, გაზიანი სასმელი, ენერგეტიკული სასმელი, სხვადასხვა სახის ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლები, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხელს უწყობთ უჭმელობის პროცესს. მკვლევარები გვეუბნებიან, რომ თუ ოჯახში ცუდი ტრადიაციაა გვიან ვახშმობის, აღმოჩნდება, რომ ბავშვი ახალ გაღვიძებულზე, დღის მეორე ნახევრამდე უარს აცხადებს საკვების მიღებაზე. ეს ძალიან მავნებელი ჩვევაა. ამ დროს აუცილებელია ოჯახში შეცვალოთ კვების რეჟიმი და წესი.
მარტივი ხრიკები, ბავშვი კარგად, რომ იკვებოს.
მინდა გასწავლოთ მარტივი ხრიკი, როგორ გამოვიყენოთ ფერადი ჭურჭელი იმისთვის, რომ ბავშვის მადა იყოს უფრო კარგი. შეუქმენით ლამაზი, ხალისიანი გარემო. დაულაგეთ წინ სამი ფერადი თეფში, ვთქვათ ყვითელი, წითელი, მწვანე. ყველა თეფშზე კონტრასტული ფერის საკვები დაუდეთ, მაგალიდათ პომიდორი წითელ თეფშზე არ მოათავსოთ, სტაფილო კი ყვითელზე. ნახავთ, რომ იმაზე მეტს შეჭამს, ვიდრე აქამდე მიირთმევდა.