ვაჟის ფოტო, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, პრესას ჯერაც არ უნახავს კონსტანტინე მელაძემ პირველად გამოაჩინა თავისი ქალიშვილები და მამობაზე ისაუბრა. ეს ნამდვილ სენსაციად შეაფასეს რუსულ მედიაში - აქამდე კონსტანტინი შვილების ფოტოებს არ ასაჯაროებდა - ერთადერთი ფოტო არსებობდა, სადაც სამივე პატარაა. წამოზრდილი ვაჟის ფოტო, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს, პრესას ჯერაც არ უნახავს, აი გოგონები კი გამოაჩინა ჟურნალ ”ტელენედელიას” ახალ გამოცემაში.
გულახდილ ინტერვიუში მუსიკოსმა, რომელიც ცოლს გაშორდა და ვერა ბრეჟნევაზე იქორწინა, თქვა, რომ 45 წლის ასაკში გააცნობიერა ოჯახის მნიშვნელობა.
მელაძის შვილები ალისა და ლია უკვე წამოზარდნენ - 16 და 12 წლისანი არიან.
- მამაჩვენი საოცარი ადამიანია. კი, დაკავებულია, მაგრამ ჩვენთვის იცლის და კარგ დროს ვატარებთ ერთად. უქმეებზე აგარაკზე მივდივართ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბედნიერი ბავშვობა გვაქვს.
მუსიკოსი საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობს და ყოფილ ცოლსა და თავის შვილებს მატერიალურად უზრუნველყოფს. ახლა მის გვერდით ვერა ბრეჟნევაა, რომელთანაც ჯერ შვილი არ ჰყავს.
- იმედი მაქვს, შევძლებ, საუკეთესო მივცე შვილებს - ალისას, ლიას და ვალერას. მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ, - ამბობს კონსტანტინე.