"ოცდამეშვიდე ცხრა აპრილი თენდება... ერთ თვეში ჩემი პირმშოც ოცდაშვიდი წლის გახდება..." - მშობლები

"ოცდამეშვიდე ცხრა აპრილი თენდება... ერთ თვეში ჩემი პირმშოც ოცდაშვიდი წლის გახდება..."

2016-04-09 05:57:53+04:00

"ცოცხალ ჯაჭვში ჩამდგარი ცხრამეტი წლის ორსული გოგოს მუცელს იყო გადაფარებული..." "ოცდამეშვიდე ცხრა აპრილი თენდება...

ერთ თვეში ჩემი პირმშოც ოცდაშვიდი წლის გახდება;

გუშინ კი მიწას მიაბარეს ხანდაზმულობაშიც უმშვენიერესი ქალბატონი- ბატონი ნოდარ ნათაძის მეუღლე - ნანა, რომელიც მაშინ, იმ ცხრა აპრილს, ცოცხალ ჯაჭვში ჩამდგარი ცხრამეტი წლის ორსული გოგოს მუცელს იყო გადაფარებული...

იმ ცხრა აპრილს წინ უძღვოდა ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდი, როცა თბილისის ქუჩებში ნანატრი თავისუფლების სურნელი ტრიალებდა და ადამიანებს ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი... ამ სულისკვეთების ჩახშობა სურდათ.

აგვჩეხეს, მაგრამ ვერ გაგვტეხეს...

უდანაშაულო მსხვერპლით გამოწვეულმა ტკივილმა კიდევ უფრო გამოაწრთო ეროვნული სული...

თუმცა წინ სხვა, უმძიმესი განსაცდელები გველოდა..."

ლია მიქაბერიძე