სიმართლე იოდირებული მარილის შესახებ ენდოკრინოლოგები მთავარი რჩევაა, ჩვეულებრივი მარილი იოდიზირებულით ჩავანაცვლოთ. თუმცა, სანამ უშუალოდ მარილზე გადავალთ, მცირეოდენი ინფორმაცია იოდის შესახებ:
იოდის დეფიციტი
იოდის დეფიციტი ენდოკრინული სისტემის დარღვევას იწვევს. პირველ დარტყმას კი ფარისებრი ჯირკვალი იღებს. სწორედ მასზე აისახება იოდის ნაკლებობა ყველაზე მწვავედ. ეს ეხება ძუძუთი კვების პერიოდს და ცხოვრების მომდევნო ეტაპებსაც.
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ იოდის პრეპარატები მიიღოთ. ისინი განსაკუთრებით ესაჭიროებათ ბავშვებს ინტენსიური ზრდის დროს, ფეხმძიმე ქალებსა და მეძუძურ დედებს. თუმცა, ექიმის დანიშნულების გარეშე ამ პრეპარატების მიღება არ შეიძლება. ყველა დანარჩენმა კი რაციონი იოდიზირებული მარილით უნდა გაამდიდროს. მაგრამ ამ პროდუქტთან უამრავი მითი და გაურკვევლობა არსებობს.
იოდირებული მარილი
ჯანსაღი კვებისკენ მოწოდებული ადამიანები მნიშვნელოვნად ამცირებენ მარილის დოზას. თუ მარილის მოხმარება შევამცირეთ, როგორღა ვისარგებლებთ მასში შემავალი იოდით?
მარტივად აგიხსნით: მარილი უნდა მიიღოთ მცირე დოზით, მაგრამ რეგულარულად. ნუ შეიძენთ არაიოდირებულ მარილს და იოდი საკმარისი იქნება მცირე დოზის მიღების შემთხვევაშიც კი.
მითები იოდირებულ მარილზე
მითი: იოდირებული მარილის მოხმარება უნდა გააკონტროლოთ, რათა იოდი ზედმეტი არ მოგივიდეთ.
სიმართლეა: მოზრდილი ადამიანის იოდის დღეღამური ნორმა 150 მიკროგრამია, ფეხმძიმე ქალებს ის 250 მიკროგრამამდე ესაჭიროებათ. დოზას რომ გადააჭარბოთ, ყოველდღიურად 50 გრამი მარილი უნდა მიირთვათ, რაც შეუძლებელია.
მითი: იოდი ქრება გაცხელებისთანავე
სიმართლე: ძლიერი დუღილის დროს იოდის ნაწილი მართლაც ქრება, მაგრამ ნაწილი და არა სრულად. ეს საშუალოდ, 20-50 პროცენტია. იგი დამოკიდებულია მომზადების ტექნოლოგიასა და კერძში მარილის დამატების დროზე. უმჯობესია, კერძში მარილი მომზადების ბოლოს დაუმატოთ. გამოიყენოთ სალათებსა და ცივ კერძებში.
მითი: იოდირებული მარილი არ გამოდგება კონსერვაციისვის, თევზისა და ხორცის დასამარილებლად, წათხის მოსამზადებლად.
სიმართლე: ზემოხსენებული სიმართლე იყო 20 წლის წინ. მაშინ მარილის იოდით გასამდიდრებლად სხვა ნივთიერება გამოიყენებოდა. ახლა სხვა ნივთიერება გამოიყენება, რომელიც ნეგატიურად არ მოქმედებს კონსერვაციაზე.
მითი: შენახვისას იოდი ქრება, ანუ მარილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა, მასში იოდი აღარაა
სიმართლე: ბოლო დროს იოდირებული მარილის შენახვის თარიღი ერთ წლამდე გაიზარდა. გარდა ამისა, თანამედროვე დანამატის შედეგად იოდი მარილიდან აღარ ქრება, მათ შორის არც მზის სხივების ზემოქმედების დროს. შესაბამისად, აღარც განსაკუთრებული შეფუთვა სჭირდება.
მითი: იოდირებული მარილი სჭირდება ყველას
სიმართლე: არსებობს შეზღუდვა. მათთვის, ვისაც აქვს: ნეფრიტი, ტუბერკულოზი, ქრონიკული პიოდერმია, ფურუნკულოზი, თირეოტოქსიკოზი და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე.