რძალი დაეღუპა, შვილი კი დაკარგულია ეს პოსტი დღეს გავრცელდა სოციალურ ქსელში და დიდი გამოხმაურება ჰპოვა. კეთილი ადამიანები ამ ბებოსთვის ითხოვენ დამხარებას, ქალისთვის, რომელიც დაობლებულ შვილიშვილებს უვლის და მათგან ერთი მძიმედ არის დაავადებული.
"მეგობრებო ეს არის გმირი ბებო, ქალბატონი ეთერ შენგელია ზუგდიდიდან, რომელიც 28 წლის ცერებრალრი დამბლით დაავადებულ ავდონას და 14 წლის პატარა შვლიშვილს უვლის. ავდონა ლოგინადაა ჩავარდნილი, ვერ ხედავს, არ ესმის, ვერ საუბრობს. ბებოს გული მკვდარი აქვს ასეთი შვილიშვილის ყურებით, მით უმეტეს რომ ვერაფერს შველის, როცა შვილიშვილის დატანჯული კვნესა ესმის მთელ დღე და ღამე. რძალი დაეღუპა, შვილი კი დაკარგულია. ბებოსთვის ყველანაირი დახმარება მნიშვნელოვანია... ნუ მივატოვებთ ბებოს ბედის ანაბარად. მისი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. შევეწიოთ ამ საყვარელ და ძლიერ ბებოს, რომელსაც ყოველდღე მეტად უჭირს ასეთი მძიმე ავადმყოფის მოვლა! თუ დახმარება არ შგიძლიათ გთხოვთ გააზიარეთ რომ მეტმა ხალხმა ნახოს, ნუ დაიზარებთ!!"