რა თანმიმდევრობით უნდა ამოსდიოდეს ბავშვს კბილები - იხილეთ სქემა და შეადარეთ - მშობლები

რა თანმიმდევრობით უნდა ამოსდიოდეს ბავშვს კბილები - იხილეთ სქემა და შეადარეთ

2014-07-30 12:28:45+04:00

არსებობს გარკვეული კანონზომიერება, თუ რა თანმიმდევრობით და რა ვადებში უნდა ამოსდიოდეს ბავშვს კბილები არსებობს გარკვეული კანონზომიერება, თუ რა თანმიმდევრობით და რა ვადებში უნდა ამოსდიოდეს ბავშვს კბილები. რასაკვირველია, ყოველთვის ასე არ ხდება და ზოგს თუ 6 თვიდან ეწყება პირველი კბილის ამოჭრა, სხვას ეს დრო ერთ წლამდე არ უდგება. გენეტიკა, განვითარების დონე, რაქიტი, კალცის ნაკლებობა და სხვა ფაქტორები ამაზე გარკვეულ გავლენას ახდენს. ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას პედიატრი აკონტროლებს და დასკვნებიც მას გამოაქვს, არის თუ არა ესა თუ ის ფაქტი საგანგაშო. ჩვენ გთავაზობთ სქემას, რომელიც ბავშვის საშუალო განვითარების მიხედვით შეადგინეს პედიატრებმა - „ჩვეულებრივ“, ამ სქემის მიხედვით ამოსდის ბავშვს კბილები.

mshoblebi

თუ თქვენს შვილს ასეთი მიმდევრობით არ ამოსდის, ამის გამო განგაშს ნუ ატეხთ. დღეს ბავშვები ძალიან ინდივიდუალურები და ერთმანეთისგან გამორჩეულები არიან, დაბადებიდანვე და რაც ადრე ძირითადი მასისთვის ნორმა იყო, დღეს გაცილებით ნაკლებია ასეთი „ძირითადი მასა“, რომელიც ნორმებს ემორჩილება.

მეტი თვალსაჩინოებისთვის ეს ფოტოც შეგიძლიათ ნახოთ.

mshoblebi