მეცნიერთა ნაწილი აცხადებს, რომ გენმოდიფიცირებული საკვების მიღება უამრავ დაავადებას იწვევს პროდუქტებზე წარწერა "გენმოდიფიცირებული" 1 აგვისტოდან სავალდებულო გახდება. მომხმარებლები ინიციატივას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ახალი რეგულაცია გენმოდიფიცირებულ პროდუქტს თავის ადგილს მიუჩენს და მათ სავაჭრო ობიექტებში ადვილად ვერ მოატყუებენ.
მეცნიერთა ნაწილი აცხადებს, რომ გენმოდიფიცირებული საკვების მიღება უამრავ დაავადებას იწვევს. ნაწილი კი მას უსაფრთხოდ მიიჩნევს. კომპანია, რომელიც გენმოდიფიცრებული პროდუქტის არსებობის შესახებ ეტიკეტზე წარწერას არ დაიტანს, პირველ ჯერზე 400 ლარით, მეორე შემთხვევაში კი 1200 ლარით დაჯარიმდება.
იხილეთ ვიდეო