პედიატრის რეკომენდაციები აღდგომასთან დაკავშირებით სულ რამდენიმე საათი დარჩა და უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული - ბრწყინვალე აღდგომა კარს მოგვადგება. ამ დღეს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი განსაკუთრებულად აღნიშნავს. ოჯახში სააღდგომო სუფრა იშლება, სადაც აუცილებლად უნდა იყოს წითელი კვერცხი და პასქა. პატარებს დღესასწაული ძალიან ახარებთ, მათთვის წითლად შეღებილ კვერცხს განსაკუთრებული მიმზიდველობა აქვს, რის გამოც ვერ იცავენ ზომიერებას, ამას კი თან ახლავს კვების დარღვევის სხვადასხვა გამოვლინება. მშობლები ხშირად მოგვმართავენ შეკითხვით რამდენი კვერცხის და პასკის მიღებაა დასაშვები სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის. რა რაოდენობის საკვები შეიძლება მიიღოს ბავშვმა სააღდგომო სუფრიდან? ამ შეკითხვას პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი პასუხობს.
1-დან 2 წლამდე ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ კვერცხთან დაკავშირებული ალერგიული რეაქციები, შეუძლიათ მიიღონ 1 -1 ½ კვერცხი დღის განმავლობაში, 2-3 წლის ასაკის ბავშვებს 2 კვერცხი დღეში, ხოლო 4-8 წლის ასაკსი დასაშვებია მაქსიმუმ 3-4 კვერცხის მიღება დღეში.
2 წლის ასაკიდან შესაძლებელია 100-200 გრამი პასქის მიღებაც. მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის შესაძლებელია ცოტა მეტი ოდენობით პასკის მიღება.
აუცილებლად აკონტროლეთ ბავშვის კვება დღესასწაულის დღეებში და ნუ მოადუნებთ ყურადღებას, რათა დაიცვათ იგი შეუსაბამო საკვების არაზომიერი მიღებისგან და თავიდან აიცილოთ კვების დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები. ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ალერგოლოგს. ჩართეთ პატარა სააღდგომო სამზადისში, ერთად გააფორმეთ სუფრა, გააფერადებინეთ კვერცხები და რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ქართული "კვერცხის დაჭიდების" ტრადიცია. ბედნიერ აღდგომას გისურვებთ.