კითხვის დროს თქვენ პატარას მრავალ სხვადასხვა სამყაროში ამოგზაურებთ წიგნების კითხვის დაწყებას ფსიქოლოგები სიცოცხლის პირველი თვეებიდან გვირჩევენ, როცა ბავშვს ჯერ არც ესმის წაკითხულის აზრი. თუმცა ადრეულ ასაკში კითხვის ამოცანა ეს სულაც არ არის. ერთობლივი კითხვა პატარასთან მჭიდრო კონტაქტს გამყარებინებთ, ერთმანეთის გაგებას გასწავლით, პატარას ბევრი სხვადასხვა სიტყვა ესმის, რაც მომავალში სიტყვათა მარაგის გამდიდრებაში ეხმარება. განსაკუთრებით კარგია ამ დროს საბავშვო ლექსების კითხვა, რიტმულისა და მელოდიურის, რაც პატარას სმენისა და მეტყველების განვითარებაში ეხმარება.
წლი-ნახევრიდან 2 წლამდე უკვე შეიძლება, მოკლე ზღაპრები, ლექსები წაუკითხოთ ბუნებასა და ცხოველებზე, 2-3 წლისას კიდევ უფრო გაუმრავალფეროვნებთ ლიტერატურას. უნდა უკითხოთ ნელა, გამომსახველად, მისთვის ახალი სიტყვები მკაფიოდ გამოთქვათ. ეს დიდი სიამოვნებაა, არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ დედისთვისაც – კითხვის დროს თქვენ პატარას მრავალ სხვადასხვა სამყაროში ამოგზაურებთ, თქვენთან ერთად განიცდის ახალ ემოციებს და თქვენ მიმართ ქვეცნობიერად კიდევ მეტი ნდობა და ბევრი თბილი გრძნობა უყალიბდება, რაც მომავალში მასთან ურთიერთობისას კიდევ მეტად დაგეხმარებათ.
ასევე დაგაინტერესებთ