რამდენად კარგად იცნობ მულტფილმებს? - გააკეთე ტესტი და გაიგებ. 1. რა ჰქვია ბეჰემოთს მულტფილმ "მადაგასკარში"?
ა) გლორია;
ბ) ალექსი;
გ) ვიოლეტა.
2. რა ჰქვია ზებრას?
ა) მარტი;
ბ) ალექსი;
გ) მაუგლი.
3. რა არის მადაგასკარი?
ა) კუნძულოვანი სახელმწიფო;
ბ) ზღვა;
გ) ცხოველი.
4. რამდენი მეგობარი გაიპარა ზოოპარკიდან?
ა) 4;
ბ) 2;
გ) 3.
5. რა ჰქვია ყველაზე "ბოთე" პინგვინს?
ა) რიგითი;
ბ) რიკო;
გ) ალბერტი.
6. გაჰყვებოდი ზოოპარკელ მეგობრებს მადაგასკარზე?
ა) აუცილებლად;
ბ) გააჩნია, როგორ ხასიათზე ვიქნებოდი;
გ) არავითარ შემთხვევაში.
7. რა ცხოველია ალექსი?
ა) ლომი;
ბ) ზებრა;
გ) მაიმუნი.
თუ შენს პასუხებში ჭარბობს:
"ა" ვარიანტი: შენ გიყვარს "მადაგასკარი" და მართლაც იმეგობრებდი მის გმირებთან.
"ბ" ვარიანტი: მოგწონს მათი თავგადასავალი, თუმცა მათთან მეგობრობა, ამდენი ხეტიალი დაგეზარებოდა.
"გ" ვარიანტი: კარგად არ იცნობ მათ, კიდევ ერთხელ ნახე ეს მულტფილმი და ვნახოთ, საბოლოოდ როგორ მოგეწონება.