ორსულობის მიმდინარეობის მიხედვით თურმე შეიძლება მომავალი ბავშვის სქესის გამოცნობა
მომავალი მშობელების უმეტესობას სურს წინასწარ იცოდეს ბავშვის სქესი. მაგრამ ზოგიერთ პატარას ურჩევნია, მშობლებს სურპრიზი გაუკეთოს და მშობიარობამდე ექოსკოპისტს არ აჩვენოს საჭირო ადგილები.შეიძლება თუ არა რაიმე ნიშნებით გავიგოთ ბავშვის სქესი. მეცნიერები ამბობენ, რომ შეიძლება! მომავალი დედების უმეტესობა ტოქსიკოზის გამო ვერ იწონებს თავს კარგი შეგრძნებებით და ვერ "ტკბება" მდგომარეობით, რასაც ორსულობა ჰქვია. ტოქსიკოზი მეცნიერულ ენაზე hyperemesis gravidarum (HG) - ორსულთა მოურჯულებელი ღებინებაა. სტატისტიკა გვამცნობს, რომ ამ სინდრომით, ანუ ტოქსიკოზის მძიმე ფორმით, იტანჯება ყოველი მე-100 ორსული.
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების გამოკვლევის თანახმად, ა.შ.შ.-ში ქალები, რომლებიც ორსულობის დროს ტოქსიკოზის ამ მძიმე ფორმით არიან დაავადებულები, ხშირ შემთხვევაში გოგონების დედები ხდებიან. მეცნიერებმა გადაამოწმეს ტრაივერს-ვილარდის თეორია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ქალები, რომლებიც კარგ პირობებში ცხოვრობენ, აქვთ კარგი ჯანმრთელობა და სრულფასოვანი კვება, ბიჭების მშობლები ხდებიან. ტრაივერსმა და ვილარდმა ცხოველებზე დაკვირვების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ცუდ და მძიმე პირობებში ყოფნისას მათ უჩნდებოდათ მდედრობითი სქესის შთამომავლები. ეს ჩადებულია ბუნებაში შთამომავლობის გადასარჩენად, რადგან სუსტად განვითარებული მამრები ვერ ცოცხლობენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მომავალი დედების მესამედს HG-ს სინდრომით ორსულობა უწყდებათ, გასაგები ხდება, თუ რატომ იბადება ნაკლები რაოდენობის ბიჭი.
რით არის საშიში ტოქსიკოზის მძიმე ფორმა? ამ დროს გაძლიერებულია ღებინება (50-ჯერ) და ამიტომ ორსული ხშირად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, რათა არ მოხდეს გაუწყლოვნება.
ხალხში გავრცელებული მოსაზრების თანახმადაც, ტოქსიკოზს, ხშირ გულისრევას და "ცუდ ორსულობას" უფრო გოგონები იწვევენ.