გაზაფხულზე ტკიპები მრავლდება გაზაფხულზე ტკიპები მრავლდება. განსაკუთრებით საფრთხილოა ეზოში ჩასული ბავშვი, რადგან შინაური ცხოველები, ძაღლები თუ კატები, ამ მავნებლის წყაროს წარმოადგენენ. ტკიპა კი ბევრი დაავადების გადამტანია, ამიტომ მასთან სიფრთხილე გმართებთ.
ბავშვს ტკიპამ უკბინა? როგორ მოვიქცეთ?
შეგიძლიათ ტკიპა თქვენი ხელით მოაშოროთ ბავშვის სხეულს. თუმცა, სასურველია, სწრაფად მიმართოთ პირველივე სამედიცინო ცენტრს. მშობლებმა უნდა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ. დაგჭირდებათ პინცეტი ან სპეციალური ხელსაწყო, რომლითაც მაქსიმალურად მჭიდროდ მოჭიდებენ მკბენარს ეშვთან (ბავშვის კანთან) და დაატრიალებთ საათის ისრის მიმართულებით.
პინცეტის რამდენიმე ბრუნზე ტკიპა ამოვარდება. უნდა დარწმუნდეთ, რომ კანში მისი არც ერთი ნაწილი არ დარჩა. თუ ნახეთ, რომ რაღაც მაინც დარჩა, წაიყვანეთ ბავშვი უახლოეს კლინიკაში. ნაკბენი დაამუშავეთ იოდით ან ნებისმიერი ანტესეპტიკური ხსნარით. ტკიპას გაჭყლეტვა არ შეიძლება, იგი დიდი რაოდენობით გამოყოფს სითხეს და შეიძლება ამიტ ინფექციური დაავადების გადამტანად იქცეს
თუ მწერი ცოცხალია, ჩააბარეთ ახლომდებარე სან-ეპიდემცენტრში ანალიზზე.
ასევე იხილეთ: როგორ დავიცვათ ბავშვი ტკიპის ნაკბენისგან
რეაქცია კანზე
ტკიპას ნაკბენის შემდეგ ბავშვს შეიძლება კანი გაუწითლდეს ან შეუშუპდეს. ეს ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა, თუმცა, არ ნიშნავს, რომ ბავშვი დაინფიცირდა. მას ასე სწრაფად ვერ დაადგენთ.
ტკიპას ანალიზი დაადგენს, იყო თუ არა დასნებოვნებული თავად ტკიპა. თუმცა, ისიც ვერ გაგცემთ პასუხს, დაინფიცირდა თუ არა ბავშვი. თუ მწერი სწრაფად მოაშორეთ, იგი ვერ მოასწრებდა ბავშვისთვის ზიანის მიყენებას.
უმჯობესია, ჯერ მშობელი დამშვიდდეს. არ შეაშინოს ბავშვი და არც თავად ჩავარდეს პანიკაში. პედიატრთან კონსულტაციის შემდეგ ჩააბარეთ ყველა საჭირო ანალიზი.
ბორელიოზი
ტკიპას ნაკბენის შემდეგ შეიძლება ბავშვს შეიძლება ბორელიოზი გამოუვლინდეს.
როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა ბორელიოზი? რა სიმპტომები აქვს მას?
ტკიპას ნაკბენიდან პირველი 3 კვირის განმავლობაში კანზე ჩნდება სიწითლე, მის ცენტრში მოწითლო-მოლურჯო ლაქა. შეიძლება ბავშვს სიცხემ აუწიოს. 1-2 თვის შემდეგ დაავადებამ შეიძლება ნერვული სისტემისა და გულის დაზიანება გამოიწვიოს. ბორელიოზი არ ვლინდება კბენისთანავე, უნდა დააკვირდეთ ნაკბენს, სხეულის ტემპერატურას. მშობლის უმნიშვნელო ეჭვიც კი გადამოწმებული უნდა იყოს. ექიმის გარეშე თავად დიაგნოზს ნუ დასვამთ.