ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის იქნება მისი შვილი მოწიფულ ასაკში ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის იქნება მისი შვილი მოწიფულ ასაკში. როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ბავშვის სიმაღლეში ზრდას, კითხვებს პროფესორი მანანა რუხაძე პასუხობს.
- სიმაღლეში ზრდა განპირობებულაი გენეტიკით. არსებობს ფორმულირება, რომელიც მშობლებს დააინტერესებთ. მაგალითად: ბიჭების შემთხვევაში მამის სიმაღლეს დამატებული დედის სიმაღლე, გაყოფილი ორზე და დამატებული 6,4 სმ.
გოგონების შემთხვევაში მამის სიმაღლეს დამატებული დედის სიმაღლე, გაყოფილი ორზე და გამოკლებული 6,4 სმ.
ეს ძალიან კარგი ფორმულაა იმისთვის, რომ თვითონვე განსაზღვროვონ თავიანთი სიმაღლე. მთავარი მაინც არის გენეტიკა. ზრდის ასაკში ბავშვის სრულფასოვანი კვება მნიშვნელოვანია. საკვები აუცილებლად უნდა იყოს ვიტამინებით მდიდარი. ეს პროდუქტებია: ხორცი, თევზი, ღვიძლი, ყველი, ხაჭო, რძე. ეს აუცილებელია, რომ ბავშვმა მიიღოს. გარდა ამისა, ბოსტნეულიდან აუცილებელია ვიტამინები. სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი. ზოგიერთი ვიტამინი აუცილებელია იყოს ცხიმთან ერთად, რომ ორგანიზმში თავისი ფუნქცია შეასრულოს. მაგალითად, თუ სტაფილოს და პომიდორს მივიღებთ ცხიმთან ერთად, მაშინ ორგანიზმში კარგად შეიწოვება.
ასევე მნიშვენელოვანია ძილის ფაქტორი. ძილში ზრდას ხელს უწყობს ჰორმონი -სომატოტროპილი. ამ ჰორმონის 70% გამომუშავდება ღამის საათებში. ამიტომ ის მოსაზრება, რომ ბავშვი იზრდება ღამით - სწორია. თუ ბავშვი კომპიუტერთან ზის ხანგრძლივად, თუ დარღვეული აქვს რეჟიმი, შესაბამისად ზრდის რეჟიმიც ირღვევა.
ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი: ეს არის ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობა არის სემატოტროპილის მასტიმულირებელი ფაქტორი. როცა ადამიანი ფიზიკურად იტვირთება, მათ შორის გაწელვა-გაჭიმვაზე ვარჯიშებით, ეს საშუალებას გვაძლევს, რომ სტიმული მივცეთ სემატოტროპილის გამომუშავებას. ეს არის ჯანმრთელი ადამიანისთვის, მაგრამ არსებობს დაავადებები, რომლებიც ძალიან პატარა ასაკიდან არის საყურადღებო. მშობელი როგორც კი შეამჩნევს, რომ ბავშვი ჩამორჩა ზრდას, მაშინვე უნდა მიმართოს ბავშვთა ენდოკრინოლოგს.
- არის თუ არა შესაძლებელი, გაჭიმვითი ვარჯიშებით რამდენიმე სანტიმეტრით მოიმატოს ადამიანმა?
- პასუხი მინდა, რომ ვრცლად გავცე. ადამიანის სიმაღლე ძალიან დინამიური პარამეტრია. მოგეხსენებათ, დაბადებიდან ერთ წელში ბავშვი 25 სანტიმენტრით დიდია დაბადების დროს მის სიმაღლესთნ შედარებით. ძალიან ინტენსიური ზრდა გვაქვს წლამდე. შემდეგ ეს ინტენსიური ზრდის სისწრაფე იკლებს. გვყავდა პაციენტი, რომელიც სამ თვეში 15 სანტიმეტრით გაიზარდა და გულ-სისხლძარღვთა სისტემა ვერ მიჰყვა განვითარებაში საყრდენ მამოძრავებელ სისტემას, რის გამოც ეს ბავშვი ცუდად ხდებოდა. 17 კარდიოგრამა მაინც გადავუღეთ. გული ჯანმრთელი ჰქონდა, მიზეზი იყო მისი სიმაღლეში ინტენსიური ზრდა.
ადამიანს აქვს დღიური სიმაღლის ცვლილება. ეს შეიძლება იყოს 0,5-დან 3 სანტიმეტრამდე. გააჩნია, რას აკეთებს დღის განმავლობაში. თუ მთელი დღე ზის, ხერხემალი არის მოხრილ მდგომარეობაში, დატვირთული, მაშინ შეიძლება მაქსიმუმ 2 სანტიმეტრი.
ადამიანს ასევე აქვს ფიზიოლოგიური სიმრუდეები. ჩვენი ხერხემალი არის შ-ის მაგვარი. გვაქვს ორი ჩაღრმავება კისრისა და წელის არეში. ორი ამობურცვა, ანუ კიფოზი - გულმკერდისა და გავაკუდუსუნის არეში. ასაკთან ერთად ეს განიცდის გაღრმავებას. ამის ხარჯზე ადამიანი იკლებს სიმაღლეში. ეს კლება კი შეიძლება 11 სანტიმეტრიც კი იყოს. ამიტომ აუცილებელია ზრდასრულმა ადამიანმა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე. ხრტილის მკვებავები, რაც არის ფაქტიურად სიბერის საწინააღმდეგო. ჩვენი სიბერე იწყება ხერხემლიდან. რადგან ხერხემლის დისკები თანდათან ჯდებიან და ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი მათ გამოკვებას. იხილეთ სრულად ambebi.ge-ზე