ჯერჯერობით ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია მისი შვილის დედას (+ფოტოები) როსტოს, იგივე ლევან როსტოშვილის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ჯერჯერობით არ ჩამცხრალა. ლევანსა და მის მეგობარს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ჯერჯერობით ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია მისი შვილის დედას, რომელმაც შესაძლოა, არც იცის საქმის დეტალები.
ლევან როსტოშვილის ერთადერთი ვაჟი ალექსანდრე, რომელიც 5 წლისაა, დედასთან ერთად უკრაინაში ცხოვრობს. ბავშვის დედა ცნობილი უკრაინელი მოცურავე, ოლიმპიური ჩემპიონი იანა კლოჩკოვაა. მათი სიყვარულის ამბავი თავის დროზე საკმაოდ გახმაურებული იყო. მაშინ როსტო უკრაინაში მოღვაწეობდა და იანასთან რომანი გააჩაღა. უკრაინელ ლამაზმანს იმედი ჰქონდა, რომ როსტოს ცოლადაც გაჰყვებოდა, თუმცა მოულოდნელად, როსტომ ორსული საცოლე მიატოვა და საქართველოში დაბრუნდა.
იანამ შვილი მაინც გააჩინა და გამოაცხადა, რომ მას მარტო გაზრდიდა. მას მერე როსტომ რამდენჯერმე მოახერხა უკრაინაში ჩასვლა შვილის სანახავად, თუმცა როგორც იანა ამბობს ინტერვიუებში, ძალიან იშვიათად ხედავს შვილი მამას.
ეს კი როსტოს ყოფილი საცოლის და მისი ვაჟის ფოტოებია.