პატარა გენიოსს ვეტერინარობა სურს თითოეული ბავშვი უნიკალური და განუმეორებელია, მაგრამ ამქვეყნად ისეთი ბავშვებიც არსებობენ, რომლებმაც თავიანთი უცნაურობებით მსოფლიოს ყურადღება მიიპყრეს.
ყველაზე მაღალი ბავშვები მსოფლიოში
კარან სინგხი ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით, ყველაზე მაღალი ბავშვია მსოფლიოში. 2 წლის ასაკში მისი სიმაღლე 130 სანტიმეტრია, წონა კი - 42 კილოგრამი. უჩვეულო სიმაღლე კარანს მემკვიდრეობით ერგო - დედამისი 220 სანტიმეტრია და ყველაზე მაღალი ადამიანია აზიაში. ეს ოჯახი ინდოეთში ცხოვრობს.
გიგანტური ბავშვი ბრაზილიასაც ჰყავს, თუმცა გოგოა და კარანზე უფროსიც. 14 წლის ასაკში ელისან სილვას სიმაღლე 2 მეტრი და 6 სანტიმეტრი იყო. ამ მონაცემებით ის მსოფლიოს ყველაზე მაღალ თინეიჯერად დაასახელეს და გინესის რეკორდების წიგნშია შესული.
უჭკვიანესი ბავშვები
ოსკარ რიგლის 2 წლის ასაკში ყველაზე ჭკვიან ბავშვად თვლიან. მისი ინტელექტის კოეფიციენტი 160-ს აღწევს, ანუ ზუსტად იმდენს, რამდენიც აინშტაინს ჰქონდა.
ის ძალიან ერუდირებულია და პლანეტის უჭკვიანესი ადამიანების რიცხვში შედის.
ეგვიპტელი მაჰმუდ ვაილი 14 წლისაა. უჩვეულო მათემატიკური უნარის წყალობით გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. ზეპირად ამრავლებს მრავალნიშნა რიცხვებს ერთმანეთზე და პროგრამირება იტაცებს. მას ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებენ და მეორე სტივ ჯობსს ეძახიან.
გასულ წელს პლანეტის უჭკვიანეს ბავშვად 11 წლის ბრიტანელი გოგონა, ვიქტორია კაუი დაასახელეს. მისი IQ გახლავთ 162 - ანუ აინშტაინისაზე 2 პუნქტით, ზიგმუნდ ფოიდზე 6 ფუნქტით და ნაპოლეონ ბონაპარტზე 18 პუნქტით მეტი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ პატარა გენიოსს ვეტერინარობა სურს.
ყველაზე ძლიერი ბავშვი
პლანეტის უძლიერესი ბავშვის ტიტული რუმინ ჯულიანომ 8 წლის ასაკში მოიპოვა. 2009 წელს მან ცალ ხელზე აზიდვებში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და გინესის წიგნშიც შვიდა. წარმატების პარალელურად მამამისი ბავშვის ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვაში დაანაშაულეს, თუმცა მამა აცხადებს, რომ ჯულიანი იმდენს ვარჯიშობს, რამდენის ატანაც შეუძლია.
ყველაზე მსუქანი ბავშვი
ჩინელი ლუ ხაო დაბადებიასას მხოლოდ 2,6 კილოგრამს იწონიდა. ერთი თვის შემდეგ კი კატასტროფული სისწრაფით დაიწყო წონაში მატება. 3 წლის ასაკში ლუ უკვე 60 კილოგრამი იყო. როგორც მშობლები ამბობენ, ბავშვი მანამ ტირის და ყვირის, სანამ საჭმლით არ გააჩუმებენ. პატარა მსუქანას დედ-მამა შოკშია, ექიმები კი დაუოკებელი მადის მიზეზს ვერ პოულობენ.
ყველაზე პატარა ბავშვი
მსოფლიოს ყველაზე პატარა ბავშვი 2004 წლის 19 სექტემბერს ორსულობის 26-ე კვირაზე დაიბადა. 24-სანტიმეტრიანი გოგონა, რუმაისა რაჰმანი 243 გრამს იწონიდა (უფრო ნაკლებს, ვიდრე სასმელი ალუმინის ქილაში). რუმაისა მარტო არ მოვლენია ქვეყანას - მას ტყუპისცალიც ჰყავდა, რომელიც ორჯერ მეტს, 570 გრამს იწონიდა.
ანომალიურად პატარა ბავშვი ბრიტანეთშიც დაიბადა. მისი წონა 300 გრამი იყო, სამაგიეროდ, უფრო მოკლე, 18 სანტიმეტრი გახლდათ, პრაქტიკულად, ჩვეულებრივი სმარტფონის ხელა.
ყველაზე მოხუცი ბავშვი
ჯეილი ლინგო 27 წელია ინდოეთის მოქალაქეა, მაგრამ ზრდა-განვითარებით 2 წლის ბავშის ტოლია. მისი წონა 11 კილოგრამი, სიმაღლე კი 84 სანტიმეტრია. ამის გამო მას მსოფლიოს უხუცეს ბავშვად მოიხსენიებენ. სხეულის ერთდერთი ნაწილი, რასაც ასაკი შეეხო, მისი კბილებია. მის დაავადებას ექიმები ვერაფერს შველიან. ის იშვიათი სინდრომის pan-hypo pituitarism-ის გართულებული ფორმით იტანჯება, რომელიც ადამიანს ზრდაში უშლის ხელს.
ყველაზე მავნებელი ბავშვი
მსოფლიოში ყველაზე მავნე ბავშვად ლიზი კლარკია აღიარებული. მაინც რა ჩაიდინა ასეთი?
1. მშობლების ახალნაყიდ მანქანაზე დანით ამოკაწრა "გამრეცხე"
2. დედის ჩანთიდან ამოღებული 100-დოლარიანებით სანთელი გააკეთა დ აანთო
3. 167 საერთაშორისო ზარი განახორციელა თეთრ სახლში და ითხოვდა, ბილ კლინტონის ქალიშვილი დამალაპარაკეთო
4. მშობლების საძინებელში შლანგით ასეულობით ლიტრი წყალი შეასხა
5. ააფეთქა უნიტაზი
6. დასასვენებლად წასვლის წინ პროდუქტებით სავსე მაცივარი გამორთო
7. ძაღლს მაკრატლით კუდი მოაჭრა
8. კატა დააბრმავა