მათში შემავალი ნივთიერებები განსაკუთრებით გაზაფხულზე გჭირდებათ!
ფაფა ნებისმიერი სეზონის ყველაზე კარგი საკვებია. მაგრამ გაზაფხულზე ფაფები ვიტამინების საუკეთესო წყაროს წარმოადგენენ. ფაფის მიღება რეკომენდებულია ყოველდღე. ის შეიძლება გაამდიდროთ სხვადასხვა ცხიმით (ზეითუნის, სიმინდის, კაკლის ზეთით და სხვა), სანელებლებით, გაყინული ხილით. ჩამოგითვლით 5 დასახელების ბურღულეულს უფროსებისა და ბავშვებისთვის.
წიწიბურას ფაფა
წიწიბურა უნიკალური გემოსა და შემადგენლობის მქონე პროდუქტია. რკინის შემცველობით ის ადგილს უთმობს მხოლოდ ხორცს. ასევე შეიცავს პექტინებს, რაც ორგანიზმის გაწმენდის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება (წიწიბურასა და კეფირის დიეტა მეტად ეფექტური და ადვილად ასათვისებელია). ამიტომ მას დიდ "პატივს მიაგებენ" დიეტოლოგები და პედიატრები. წიწიბურა ასევე შეიცავს ლეციტინს, რაც ხელს უწყობს კუჭქვეშა ჯირკვლისა და ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას. გარდა ამისა, წიწიბურა უზრუნველყოფს ფაგოციტების გამომუშავებას (იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი ელემენტია).
შვრიის ფაფა
საუკეთესოა კუჭ-ნაწლავის სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ნივთიერებათა ცვლისა და იმუნიტეტის ასამაღლებლად. გარდა ამისა, შვრიის ფაფა ააქტიურებს გონებრივ შესაძლებლობებს, ანეიტრალებს და გამოჰყავს ტოქსინები. ამდიდრებს ორგანიზმს В ჯგუფის ვიტამინებით, მაგნიუმით, აუმჯობესებს ორგანიზმის ტონუსს.
ბრინჯის ფაფა
შეუცვლელია მოწამვლის, დიარეის დროს. რაც უფრო ნაკლებად დამუშავებულია კრუპეული, მით ძვირად ფასობს. მის შემადგენლობაში შედის კალიუმი და კალციუმი, რაც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ის მიიჩნევა ნეიტრალურ კრუპეულად, ამიტომ მას უნიშნავენ ალერგიულ ბავშვებს. რეკომენდებულია დიეტოლოგების მიერ, როგორც გასახდომი საშუალება.
სიმინდის ფაფა
А ვიტამინი, რომელიც ბევრია სიმინდში, საჭიროა კარგი მხედველობის და ჯანმრთელი კბილებისთვის. მასში შემავალი РР ვიტამინი კუჭ- ნაწლავის მუშაობის ნორმალიზებას უწყობს ხელს. სიმინდი შეიცავს ასევე ტოკოფეროლს (Е ვიტამინს), რომელიც შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. მასში შედის კრემნიუმი, რასაც ტონუსში მოჰყავს ორგანიზმი. სიმინდში შემავალი უჯრედისი იცავს კუჭ-ნაწლავს შეკრულობისაგან. ბავშვისთვის რეკომენდებულია სიმინდის ფაფის მიღება კვირაში ერთხელ.
ფეტვის ფაფა
ძალიან სასარგებლოა, თუმცა არ არის პოპულარული. ის შეიცავს კალიუმს, რაც ხელს უწყობს გულის კუნთის მუშაობას, კრემნიუმს და ფტორს-ჯანმრთელი კბილებისა და ძვლების თვის. ბავრია მასში მარგანეცი, რის გარეშეც შეუძლებელია ნორმალური ნივთიერებათა ცვლა. ფეტვი შეიცავს რკინას (ნაკლებს ვიდრე წიწიბურა და მეტს ვიდრე ბრინჯი). მისი ნაზი უჯრედისი იდეალური საკვებია კუჭ-ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებისთვის.