ვინ მოხვდა "ვოგის" ობიექტივში? თბილისში ჩატარებულმა მოდის კვირეულმა უცხოელი ჟურნალისტებისა და მოდური ბლოგერების ყურადღება განსაკუთრებით მისი ქართველი დამსწრეებითა და მათი ჩაცმულობით დაიმსახურა. გემოვნებიანი ცნობილი ქალბატონების შემდეგ მათი აღტაცება დახვეწილმა ქართველმა დედა-შვილებმა გამოიწვიეს.
ჟურნალ "ვოგის" საიტზე ცალკე სტატია მიეძღვნა იმას, თუ რა კარგად შემოსილები და დახვეწილები მივიდნენ ამ ღონისძიებაზე ცნობილი ქალბატონები და ასევე გემოვნებით ეცვათ მათ შვილებს.
"ვოგის" ობიექტივში მიხვდა კახა კალაძის მეუღლე, მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე თავის სამ შვილთან ერთად.
ცნობილი ბლოგერი და მოდის კრიტიკოსი ნინო ელიავა თავის ერთი წლის ვაჟ გიოსთან ერთად.
ლენკა ციციშვილი და მისი 8 წლის ქალიშვილი ქეთევანი.
ანი მოქია და მისი 5 წლის ქალიშვილი ალექსანდრა
11 წლის გოგონა, რომელიც მსოფლიოს აოცებს!
ქართველი გოგონა, რომლითაც იტალიური მოდის ინდუსტრია დაინტერესდა