"ერთადერთი საჩუქარი პლანშეტი წაართვა მწოლიარე ბავშვს და შემოგვითვალა, რომც მოკვდეს, არ დამირეკოთო" სოციალურ ქსელში გავრცელებული ევა ბარბაქაძისა და მამამისის ფოტოების მიხედვით ეჭვს ვერავინ შეიტანდა იმაში, რომ მამა-შვილს კარგი ურთიერთობა აქვს და მშობელ მამას შვილზე დედის შემდეგ ყველაზე მეტად შესტკივა გული. ამის შესახებ დავწერეთ კიდეც (იხილეთ სტატია). თუმცა როგორც აღმოჩნდა, რეალურად საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა.
სტატიას შორენა გამოეხმაურა საკმაოდ მწვავე პოსტი დაწერა:
"მოსიყვარულე მამა? ორ კვირაში პირველი ოპერაციიდან, კიევში რომ გაიქცა, საქმე მიფუჭდებაო, ერთადერთი საჩუქარი პლანშეტი წაართვა მწოლიარე ბავშვს და შემოგვითვალა, რომც მოკვდეს, არ დამირეკოთო? ეს მოსიყვარულე მამა ელოდება? ევას მამა არ ჰყავს!" - წერს შორენა ბეგაშვილი.
მის პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, ბევრი შორენას ამხნევებს, ზოგიერთი კი შორენას მეუღლეს იცავს და ამტკიცებს, რომ მამას ევა დედაზე ნაკლებად არ უყვარს.
"ევას კველაზე მაგარი მამა ჰყავს, ვიცი როგორც განიცდიდა ევას მდგომარეობას ისიც ვიცი, ევა როგორ უყვარს (ის ხომ ნაწილობრივ მისი გაზრდილია) ასე რომ, ენას კბილი დააჭირეთ და უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავეთ. როგორც შორენა განიცდიდა, ისე განიცდიდა ისიც და ღამეებს ათევდა საავადმყოფოს სკამზე. მიზეზი ჩემთვის ნაცნობია რატომაც წერს ასე, მაგრამ ასე არაა. მისი გაზრდილია შვილია, დიახ ვიცი".
"ევას მამა არ ჰყავს, მაგრამ დედა ჰყავს ისეთი ძლიერი რომ უმამობას არ აგრძნობინებს. ასეთი დედები დასაფასებლები არიან".