ევას საქართველოში დედის გარდა, მისი მოსიყვარულე მამაც ჰყავს, რომელთანაც გოგონას არასოდეს გაუწყვეტია კავშირი ევა ბარბაქაძის მდგომარეობას საზოგადოება გულმოდგინედ ადევნებს თვალს. ყველას იმედი აქვს, რომ მშვიდობიანად დასრულდება ოპერაციები და ევა დედასთან ერთად ისევ ისეთი ლამაზი და ბედნიერი დაბრუნდება თავის სამშობლოში. როგორც შორენამ აღნიშნა, მადლიერია ადამიანების, რომლებმაც გულისხმიერება გამოიჩინეს და დაეხმარნენ, ან უბრალოდ გული შესტკივათ მასზე და მის შვილზე.
აღსანიშნავია, რომ ევას საქართველოში დედის გარდა, მისი მოსიყვარულე მამაც ჰყავს, რომელთანაც გოგონას არასოდეს გაუწყვეტია კავშირი და მშობლების დაშორების შემდეგაც ჩვეულებრივ განაგრძობდა ურთიერთობას. მის ყველაზე მხურვალე გულშემატკივრებს შორის ამჟამად სწორედ მისი მამა, ბებია-პაპა არიან და პატარა ნახევარძმა, მამის მხრიდან. ევას მამამ ზურაბ ბარბაქაძემ მეორე ცოლი შეირთო და მასთან ვაჟი გაუჩნდა, რომელსაც ევა ხშირად ნახულობს. (ევა ბარბაქაძის უცნობი ოჯახური ფოტოები )
შორენას და მის ყოფილ მეუღლეს, რომელიც ასევე რუსთავიდან არის, ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი. შორენას თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ იქორწინეს კიდეც, თუმცა შემდეგ დაშორდნენ.
ევას ორივე მშობელს ვუსურვებთ შვილის გამოჯანმრთელებას!
შეგახსენებთ, გახსნილია სპეციალური ანგარიშები რამდენიმე ბანკში, შორენას ქალიშვილის დასხმარებლად:"საქართველოს ბანკი"GE57BG0000000642055200TBC ბანკიGE61TB7723536010100019 (GEL)GE40TB1123536110100031 (USD)ბანკი "რესპუბლიკა"GE39BR0000010929691997მიმღები: შორენა ბეგაშვილი